ახალი ამბები
-
16 მაისი 2013
ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამი ჯარისკაცის დაღუპვის გამო.ცენტრი უთანგრძნობს გმირულად დაღუპულთა ოჯახებს
ვრცლად
10 მაისი 2013
ფესტივალი „soundcheck”დაწყო.
10 მაისს ფესტივალი "soundcheck" ალტერნატიული მუსიკით დაიწყო - კონცერტში მონაწილეობა მიიღო უკრაინაში მოღვაწე ქართველი მომღერალმა Sophie Villy და ჯგუფებმა The Mins, The Jetbird, ,საღამო დაასრულა ნიკა კოჩაროვმა ჯგუფით Z For Zulu.
ვრცლად30 აპრილი 2013 ჯაზის საერთაშორისო დღე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში
30 აპრილს, 16 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის ორგანიზებით მოეწყო ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ფესტივალ „ფანARTის" ჯაზის ნომინაციაში გამოვლენილი ნიჭიერი მუსიკოსი ლევან (კემო) კემულარიას კონცერტი.
ვრცლად -
30 აპრილი 2013
პროექტ "დებატ კლუბს" პირველი გამარჯვებული გუნდი ყავს
28 აპრილს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტ „დებატ კლუბის" მონაწილე გუნდების ფინალური შეჯიბრი. სადაც მონაწილეობა მიიღეს 161-ე, 52- ე და ვლადიმერ კომაროვის სახელობის 199 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა. ფინალში 161-ე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
ვრცლად
29 აპრილი 2013
მოხალისეთა კლუბის ექსკურსია მარტყოფში
28 აპრილს, პროექტ „მოხალისეთა კლუბის" ორთვიანი პროგრამის ბოლო აქტივობა გაიმართა. მოხალისეთა კლუბის წევრები ექსკურსიით მარტყოფში იმყოფებოდნენ. მოზარდებმა შეაფასეს პროექტი, ითამაშეს გუნდური თამაშები. მათ ასევე მოინახულეს მარტყოფის მონასტერი.
ვრცლად25 აპრილი 2013 დღეს ცენტრში ზაზა შათირიშვილის ლექცია ჩატარდა
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის პროექტების დებატ კლუბისა და მოზარდთა ინიციატივების ფარგლებში ბატონმა ზაზა შათირიშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე „ ჭეშმარიტება, რომელიც სამშობლოზე მაღლა დგას". შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.
ვრცლად -
19 აპრილი 2013
წიგნი ყველას
პროექტ „მოზარდთა ინიციატივების ცენტრის" ფარგლებში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებით. მონაწილეებს ეკითხებათ ლექციები სხვადასხვა აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.
ვრცლად
16 აპრილი 2013
დღეს ცენტრის პროექტების წარდგენა გაიმართა
დღეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტების „დებატ კლუბისა" და „მოზარდთა ინიციატივების ცენტრის" პრეზენტაცია გაიმართა
ვრცლად15 აპრილი 2013 ვასილ მაღლაფერიძის ლექცია თემაზე - როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები
15 აპრილს პროექტ „დებატ კლუბისა" და „მოზარდთა ინიციატივების ცენტრის" ფარგლებში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს სტუმრობდა ვასილ მაღლაფერიძე, ლექციით თემაზე - როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები. მორიგი შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება.
ვრცლად -
15 აპრილი 2013
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროექტი გრძელდება
15 აპრილს დაიწყო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროექტის ტრენინგების მეორე ეტაპი, რომლის თემაა: სკოლის სტრუქტურა, თვითმმართველობის როლი და ფუნქციები.
ვრცლად
12 აპრილი 2013
მრგვალი მაგიდა - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ორგანიზაციების მონაწილეობით
დღეს, 12 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ორგანიზაციათა მონაწილეობით. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო ცენტრის პროექტების პრეზენტაცია და გაიმართა სამუშაო დისკუსია.
ვრცლად
12 აპრილი 2013
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება
12 აპრილს , 20:00 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ეწყობა ჯგუფ „LANDMARK" ის ალბომის პრეზენტაცია /კონცერტი.
ვრცლად -
11 აპრილი 2013 „მოხალისეთა კლუბის“ ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციაში
10 აპრილს მოხალისეები არასამთავრობო ორგანიზაცია „დრონს" ეწვივნენ. შეხვედრის მიზანს ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის გაცნობა წარმოადგენდა. მათ ასევე საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ევროპელ მოხალისეებს, გაცნობოდნენ მათ კონკრეტულ პროექტებსა და გამოცდილებას საქართველოში.
ვრცლად
10 აპრილი 2013
მრგვალი მაგიდა- ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ორგანიზაციების მონაწილეობით
ხვალ, 12 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ეწყობა მრგვალი მაგიდა, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ორგანიზაციათა მონაწილეობით. შეხვედრის ფარგლებში მოეწყობა ცენტრის პროექტების პრეზენტაცია და გაიმართება სამუშაო დისკუსია.
ვრცლად
03 აპრილი 2013
მოხალისეთა კლუბის ეკო აქცია
3 აპრილს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტის პროექტ „მოხალისეთა კლუბის" წევრებმა ვაჟა ფშაველას ძეგლთან მდებარე სკვერში გამართეს ეკო აქცია. მოხალისეები სკვერის დასუფთავების დროს სხვადასხვა თამაშით ცდილობდნენ მოქალაქეების ყურადღების მიპყრობას და აქციაში ჩართვას.
ვრცლად -
03 აპრილი 2013 ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში კინოჩვენება მოეწყო
2 აპრილს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში DPSTeam - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მხარდამჭერმა გუნდმა მოაწყო ჯანნი ამელიოს ფილმის - „სახლის გასაღები" ჩვენება. რომლის დასრულების შემდეგაც ფილმის ფსიქოანალიზს გაუძღვა სოც. თერაპევტი შორენა მოსაშვილი.
ვრცლად
01 აპრილი 2013
ფესტივალი „ფანARTი“ დასრულდა
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით, 24-31 მარტს ჩატარდა ახალგაზრდული შემოქმედებითი ფესტივალი - ფანARTი. ფესტივალი მიზნად ისახავდა ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას.
ვრცლად
01 აპრილი 2013
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ლევან ბერძენიშვილს მასპინძლობდა
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტებს „ დებატ კლუბი" და „მოზარდთა ინიციატივების ცენტრი" ლევან ბერძენიშვილი სტუმრობდა. შეხვედრის თემად შერჩეული იყო განათლების როლი თანამედროვე საზოგადოებაში.
ვრცლად -
28 მარტი 2013
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროექტი დაიწყო
28 მარტს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში გაიმართა „სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებისა და მხარდაჭერის" პროექტის ოფიციალური გახსნა.
ვრცლად
26 მარტი 2013
ფესტივალი "ფანARTი" 26 მარტის საღამოს ჯაზს უთმობს
26 მარტი ჯაზის დღეა . ფესტივალის მონაწილეები ჯაზური კომპოზიციებით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. საღამოს კონსულტანტია დათო ევგენიძე. ფოიეში მოეწყობა მონაწილეთა ფოტონამუშევრების და ნახატებისა ჩვენება.
ვრცლად
25 მარტი 2013
პროექტების " დებატკლუბისა" და "მოზარდთა ინიციატივების ცენტრის"მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწყება
პროექტი „მოზარდთა ინიციატივების ცენტრი" გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, შეიძინოთ მეგობრები და გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, გახდეთ აქტიური მოქალაქეები.
ვრცლად -
25 მარტი 2013
ფესტივალი „ფანARTი“ 25 მარტი ლიტერატურის დღეა
24 მარტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ფესტივალი „ფანARTი" დაიწყო.
ვრცლად
25 მარტი 2013
ფესტივალი "ფანARTი" დაიწყო
24 მარტს 20:00 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ფესტივალი „ფანARTი" დაიწყო.
ვრცლად21 მარტი 2013 „მოხალისეთა კლუბის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა
20 მარტს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში, პროექტ „მოხალისეთა კლუბის" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე „მოხალისეობა და სამოქალაქო საზოგადოება."
ვრცლად -
18 მარტი 2013
ლევან ბუთხუზის ლექცია თემაზე „ბიოლოგიური მოთხოვნილებები და ტაბუ“
18 მარტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში, პროექტ „დებატ კლუბისა" და „მოზარდთა ინიციატივების ცენტრის" მონაწილეთათვის "National geographic საქართველოს" მთავარმა რედაქტორმა, ლევან ბუთხუზმა ჩაატარა ლექცია თემაზე „ბიოლოგიური მოთხოვნილებები და ტაბუ"
ვრცლად15 მარტი 2013 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერება და მხარდაჭერა
11 დან 15 მარტის ჩათვლით ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების, ინტეგრაციისა და ჩართულობის სამსახურის „სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებისა და მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში, თბილისის 5 სკოლაში მონაწილეთა შერჩევის I ეტაპი, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
ვრცლად
15 მარტი 2013
ასაკო მინამიტანის კონცერტი
13 მარტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში იაპონელი შემსრულებელის ასაკო მინამიტანის კონცერტი გაიმართა , რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სკოლის მოსწავლეთა ალიანსის მხარდაჭერით განხორციელდა. კონცერტის მიზანი იყო იაპონური კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაცია.
ვრცლად -
15 მარტი 2013
ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოწვევები საქართველოში
14 მარტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში პროექტ ,,მოხალისეთა კლუბის" ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა, საინიციატივო ჯგუფებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თემაზე -,,ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოწვევები საქართველოში"
ვრცლად
21 თებერვალი 2013
ფანARTი - მარტისტების კვირეული
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და სსიპ ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით, 24-31 მარტს ეწყობა ახალგაზრდული შემოქმედებითი ფესტივალი - ფანARTი. ფესტივალი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ფართო აუდიტორიის წინაშე. მონაწილეების ასაკი განისაზღვრება 15დან 28 წლამდე.
ვრცლად
18 დეკემბერი 2012
,,ცოდნითა და გამოცდილებით ახალი შესაძლებლობებისაკენ 2012"
ლიტვაში, ქალაქ კაუნაში 29 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა პროექტი ,,ცოდნითა და გამოცდილებით ახალი შესაძლებლობებისაკენ 2012". სემინარზე მონაწილეობა მიიღო სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" საერთაშორისო ურთიერთბების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი გიორბელიძემ და ღია კონკურსით შერჩეულმა 10-მა მოზარდმა.
ვრცლად -
17 ნოემბერი 2012
პროექტის ,,ყველა ახალგაზრდული სერვისი ერთ სივრცეში’’ პრეზენტაცია ქუთაისში, სენაკსა და ბათუმში გაიმართა.
13_15 ნოემბერს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის ,,ყველა ახალგაზრდული სერვისი ერთ სივრცეში'' პრეზენტაცია ქუთაისში, სენაკსა და ბათუმში გაიმართა. ვიზიტის მიზანს საქართველოს დიდ ქალაქებში პროექტის პოპულარიზაცია და ჩართულობის მხარდაჭერა წარმოადგენდა. ,,E-service"-ს ფარგლებში უკვე გადამზადდა 18 ქალაქის რეგიონალური კოორდინატორი.
ვრცლად
08 ნოემბერი 2012
საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „ევროპის კავშირი და ქართველი ახალგაზრდობა, ფინანსების მოძიების ახალი შესაძლებლობები“ \ Information Day: the European Union and Georgian Youth, new funding opportunities.
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სასტუმრო „ამბასადორში" გაიმართა საინფორმაციო დღე ევროპის კავშირის პროგრამასთან "ახალგაზრდობა მოქმედებაში" დაკავშირებით. \ On the 6th of November the Delegation of the European Union to Georgia hosted an Info Day dedicated to opportunities to finance projects under the Eastern Partnership Youth Window.
ვრცლად
01 ნოემბერი 2012
პროექტის ,,ყველა ახალგაზრდული სერვისი ერთ სივრცეში’’ პრეზენტაცია და ტრეინინგი რეგიონალური მასშტაბით გაიმართა
29-30 ოქტომბერს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი პროექტის ,,ყველა ახალგაზრდული სერვისი ერთ სივრცეში" ფარგლებში საქართველოს 15 ქალაქის წარმომადგენელს მასპინძლობდა. შეხვედრას სამუშაო ხასიათი ჰქონდა. რეგიონების საიტზე გააქტიურების მიზნით, ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია და ტრეინინგი.
ვრცლად -
14 სექტემბერი 2012
ფიტნეს ცენტრი თანაბარი შესაძლებლობისთვის
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ბაზაზე შექმნილი ,,სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისათვის" თანამშრომლობისთვის იწვევს 10-დან 30 წლამდე შეზღუდული შესაძლებობების მქონე ახალგაზრდებს.
ვრცლად
13 სექტემბერი 2012
ცოდნითა და გამოცდილებით ახალი შესაძლებლობებისაკენ 2012
პროექტი ,,ცოდნითა და გამოცდილებით ახალი შესაძლებლობებისაკენ 2012" იმართება ლიტვაში 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. ტრენინგი დაფინანსებულია ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში ,,ახალგაზრდები მოქმედებაში". საერთაშორისო სემინარის ორგანიზატორია ,,ახალგაზრდა ჯარისკაცთა სკოლა" და „სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი". ლიტველ ახალგაზრდებთან ერთად პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოზარდები უკრაინიდან, ჩეხეთიდან და საქართველოდან, თითოეული ქვეყნიდან 12 მონაწილე.
ვრცლად -
21 აგვისტო 2012 ანაკლიის პატრიოტულმა ბანაკმა ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს უმასპინძლა
ანაკლიის ბანაკის მე-10 ნაკადზე, რომელიც ამა წლის 12-18 აგვისტოს გაიმართა პატრიოტებმა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს უმასპინძლეს.
ვრცლად
13 ივლისი 2012
"კავკასიური კვირეული" საქართველოში
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ეგიდით ახალგაზრდები მეზობელი კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოს სტუმრობდნენ
ვრცლად
13 ივლისი 2012
სამოქალაქო განათლების კურსი ახალგაზრდებისათვის
9-12 ივნისს, სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" გურჯაანის ახალგაზრდული ცენტრისა და არასამთავორობო ორგანიზაცია ,,მშვიდობისა და ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის" თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგები ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა: აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა და სხვა.
ვრცლად -
13 ივლისი 2012
ახალგაზრდების ინტელექტუალური განვითარება
6 ივლისს, გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში სტარტი აიღო პროექტმა ,,ახალგაზრდების ინტელექტუალური განვითარება". ღონისძიება ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი ღონისძიებების გამართვას გურჯაანში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.
ვრცლად
13 ივლისი 2012
26 ივნისი - ანტინარკოტიკული აქცია
26 ივნისს, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" გურჯაანის ახალგაზრდულმა ცენტრმა გამართა აქცია გურჯაანის „პაპას ბაღის" სკვერში,
ვრცლად
12 ივლისი 2012
ფოტოკონკურსი "იყავი მოხალისე"
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საპრეზიდენტო პროგრამა "პატრიოტის" ფარგლებში აცხადებს ფოტოკონკურსს მოხალისეობის თემასთან დაკავშირებით
ვრცლად -
20 ივნისი 2012
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის გახსნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
19 ივნისს, სამშაბათს, 14:00 სთ-ზე, UNICEF_ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ბაზაზე გაიხსნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი.
ვრცლად
19 ივნისი 2012
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის გახსნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
19 ივნისს, სამშაბათს, 14:00 სთ-ზე, UNICEF_ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ბაზაზე იქმნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი. (მის. ვაჟა-ფშაველას 76 ბ)
ვრცლად
18 ივნისი 2012
13 მაისს ხელოვნების ცენტრ „Artroad-ის“ პრეზენტაცია გაიმართა
13 ივნისს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში" მოეწყო ხელოვნების ცენტრის პროექტ "Artroad-ის" პრეზენტაცია და გაიხსნა კინოთეატრი. პრეზენტაციის ფარგლებში, გაიმართა კონცერტი ღია ცის ქვეშ, რომელზეც ჯგუფებმა - ZURGI და LOUDspeakers დაუკრეს.
ვრცლად -
15 ივნისი 2012
კავაკსიური კვირეული
2012 წლის 3 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" და სსიპ „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი" ქალაქ ანაკლიაში ახორციელებენ ერთობლივ პროექტს „კავკასიური კვირეული". პროექტის მიზანს წარმოადგენს კავკასიის ხალხთა ჰარმონიული და მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, სახალხო დიპლომატიის გაღრმავება,
ვრცლად
14 ივნისი 2012
ლენტეხის ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე კინოთეატრი და გასართობი ცენტრი გაიხსნა
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ლენტეხის ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ახალგაზრდული კინოთეატრი და გასართობი ცენტრი გაიხსნა.
ვრცლად
07 ივნისი 2012
ანტინიკოტინური პროგრამის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
კვირას, 3 ივნისს, ანტინიკოტინური პროგრამის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ვრცლად -
06 ივნისი 2012
თბილისის ზღვაზე ველორბოლა გაიმართა
პარასკევს, 25 მაისს, თბილისის ზღვაზე, ანტინიკოტინური აქციის ფარგლებში „ჩააქრე და გამომყევი“ ველორბოლა გაიმართა.
ვრცლად
30 მაისი 2012
ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში, 31 მაისს, ფლეშ მობი მოეწყობა
ხუთშაბათს 31 მაისს, 13:00 საათზე, პოლიტკოვსკაია-ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე, თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ფლეშ მობი მოეწყობა.
ვრცლად
21 მაისი 2012
ველორბოლა თბილისის ზღვაზე
პარასკევს, 25 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის ზღვაზე, ანტინიკოტინური აქციის ფარგლებში „ჩააქრე და გამომყევი“ ველორბოლა გაიმართება.
ვრცლად -
21 მაისი 2012
19 მაისს გაიმართა ტურნირი პლაჟის ფრენბურთში მედია საშუალებების წარმომადგენლებს შორის
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, 19 მაისს, კუს ტბაზე მედია საშუალებების წარმომადგენლებს შორის პლაჟის ფრენბურთში ტურნირი გაიმართა.
ვრცლად
18 მაისი 2012
ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში ინტელექტუალურ-გასართობი შეჯიბრი „City Game“ გაიმართა
11 მაისს, ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში ინტელექტუალურ-გასართობი შეჯიბრი „City Game“ გაიმართა.
ვრცლად
18 მაისი 2012
ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში, 10 მაისს, ქუჩის კალათბურთი გაიმართა
10 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან, დღის 14:00 საათზე, ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში ქუჩის კალათბურთი გაიმართა.
ვრცლად -
11 მაისი 2012
ტრენინგი ,,არჩევნები და საარჩევნო ტექნოლოგიები“
10 მაისს, ტრენინგი თემაზე ,,არჩევნები და საარჩევნო ტექნოლოგიები“ დასრულდა. პროექტი ინიცირებული იყო სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა ამომრჩეველის“ მიერ.
ვრცლად
09 მაისი 2012
ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში, 11 მაისს, ინტელექტუალური და გასართობი შეჯიბრი, ბრეინინგი, გაიმართება
11 მაისს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ დღის 12:00 საათზე, ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში ბრეინინგი დაიწყება.
ვრცლად
09 მაისი 2012
როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი კუს ტბაზე!
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, 12, 19 და 24 მაისს კუს ტბაზე, გაიმართება როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი.ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებს წარუდგინოს დამწყები მუსიკოსები და მისცეს მათ შესაძლებლობა უქმეები მეგობრებთან ერთად, სრულიად უფასოდ, სასიამოვნო გარემოში გაატარონ.
ვრცლად -
09 მაისი 2012
ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში, 10 მაისს, ქუჩის კალათბურთი გაიმართება
10 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან, დღის 14:00 საათზე, ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი“ ფარგლებში ქუჩის კალათბურთი გაიმართება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდები.
ვრცლად
07 მაისი 2012
ანტინიკოტინური აქციის ფარგლებში „ჩააქრე და გამომყევი“ სტუდენტური კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ბატონი ლადო ვარძელაშვილის ინიციატივით, 2012 წელს სამინისტროც შეუერთდება ანტინიკოტინურ კამპანიას. მინისტრმა მაისი, თამბაქოსთან ბრძოლის თვედ გამოაცხადა. ანტინიკოტინური კამპანია პირველ მაისს დაიწყო და 31 მაისამდე გასტანს.
ვრცლად
07 მაისი 2012
კონკურს ’’შენი ონლაინ კამპანიას’’ ორი ფინალისტი გამოვლინდა
კონკურს ’’შენი ონლაინ კამპანიის ’’ ფარგლებში ორი ფინალისტი გამოვლინდა,ნინო ჭელიძე და ჯესი აბაროვიჩი, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ’’სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს’’ და ’’ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის’’ ონლაინ ფრომოუშენზე და სოციალურ ქსელში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდაზე იზრუნებენ.
ვრცლად -
06 მაისი 2012
„ჩააქრე და გამომყევი“
2012 წლის 4 მაისს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში" ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებთან.
ვრცლად
02 მაისი 2012
მოსამართლეები მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში პრაქტიკული სამართლის კურსს წაიკითხავენ
2012 წლის 2 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ვრცლად01 მაისი 2012 ტრენინგი "არჩევნებსა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე"
2012 წლის 25 აპრილს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და ააიპ ,,ახალგაზრდა ამომრჩეველის“ მიერ ერთობლივად ინიცირებული სატრენინგო კურსი დაიწყო.
ვრცლად -
01 მაისი 2012
კონკურს ’’შენი ონლაინ კამპანიას’’ ნახევარფინალისტები გამოვლინდა
30 აპრილს , 12:00 -ზე , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ ვარძელაშვილმა პროექტ ’’შენი ონლაინ კამპანიასთან’’ დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართა . პრეს-კონფერენციაზე მინისტრმა ისაუბრა კონკურსის დასკვნით ეტაპთან დაკავშირებულ საკითხებზე და სოციალური მედიის ექსპერტებთან ერთად კონკურსის ნახევარფინალისტები გამოავლინა.
ვრცლად
27 აპრილი 2012
მონაწილეთა რეგისტრაცია 2012 წლის პატრიოტთა ბანაკში
ხართ 15-დან 20 წლამდე აქტიური, კომუნიკაბელური ახალგაზრდა?გსურთ საინერესოდ გაატაროთ ზაფხულის ერთი კვირა თანატოლებთან ერთად? გიზიდავთ აქტიური ცხოვრება და დასვენება?გიზიდავთ საბანაკე ცხოვრება?გსურთ არაფორმალურ გარემოში მიიღოთ განათლება?
ვრცლად
18 აპრილი 2012
კონკურს "შენი ონლაინ კამპანიის" მონაწილეთა პრეზენტაციები
17 აპრილს 20:00 საათზე ’’ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში’’ გაიმართა კონკურს "შენი ონლაინ კამპანიის" კონკურსანტთა პრეზენტაციები.
ვრცლად -
18 აპრილი 2012 შეხვედრა კონკურს „შენი ონლაინ კამპანიას’’ მონაწილეებსა და ჟიურის წევრებთან
შაბათს, 7 აპრილს 12 საათზე გაიმართა შეხვედრა კონკურს „შენი ონლაინ კამპანიას’’ მონაწილეებსა და ჟიურის წევრებთან.შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინსტრუქციები ჟიურის წევრებისგან ონლაინ კამპანიის გეგმების მომზადებასთან დაკავშირებით,ასევე განხილული იქნა კონკურსის დარჩენილი ეტაპების მიმდინარეობის პროცესი.
ვრცლად17 აპრილი 2012 ცენტრის თანამშრომლები კოჯრის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
7 აპრილს, პროექტ "მწვანე ყუთისა" და "მე ვეხმარების" ფარგლებში, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" კოჯრის ბავშვთა სახლს სტუმრობდა
ვრცლად
11 აპრილი 2012
სტუდენტების საყურადღებოდ
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ამომრჩეველი" გიწვევთ საარჩევნო და პოლიტიკურ თემატიკაზე ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად.
ვრცლად -
12 მარტი 2012
სასწავლო ტური ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“
ოთხშაბათს, 7 მარტს, სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობი ეროვნული ცენტრში“ სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ 9-11 კლასის სკოლის მოსწავლეები. მოზარდები მონაწილეობენ პროექტში ,,იდებატე გამარჯვებისათვის“, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით იმართება და გულისხმობს სკოლის მოსწავლეებში დებატების კულტურის დანერგვასა და გაუმჯობესებას.
ვრცლად
07 მარტი 2012
კავკასიური კვირეული
თბილისში, ჩერქეზული(ადიღეური) კულტურის ცენტრში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზე მიმდინარე წლის ზაფხულში პროექტი „კავკასიური კვირეული" განხორციელდება. პროექტში ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები 30-წლამდე ახალგაზრდები ჩაერთვებიან. მემორანდუმი სსიპ „ჩერქეზული კულტურის ცენტრსა" და სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმდა.
ვრცლად
06 მარტი 2012
ჩემი თვალით დანახული პატრიოტთა ბანაკი
,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში" ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პატრიოტთა ბანაკის მონაწილეებისათვის კონკურსი - ,,ჩემი თვალით დანახული პატრიოტთა ბანაკი" გამოაცხადეს.
ვრცლად -
29 თებერვალი 2012
27 თებერვალს, 12:00 სთ, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ ესტუმრა უკრაინის საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრის „ვავილოვ სადის“ გენერალური დირექტორი სერგეი ჯამალი.
პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მეგრელიშვილი.
ვრცლად
29 თებერვალი 2012
კონკურს "შენი ონლაინ კამპანია"-სთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
27 თებერვალს ‘’ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში’’ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა კონკურს "შენი ონლაინ კამპანია"-სთან დაკავშირებით ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებთან.
ვრცლად
10 თებერვალი 2012
საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის პრეზენტაცია
თბილისში, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში" საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას თბილისის უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლები მათ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრეს
ვრცლად -
09 თებერვალი 2012
საკვალიფიკაციო კურსი ახალგაზრდული მუშაკებისათვის
2012 წლის 7 თებერვალს თბილისში დაიწყო საპილოტე საკვალიფიკაციო სატრენინგო კურსი, რომელიც მომავალში შესაძლოა ჩამოყალიბდეს, როგორც საკვალიფიკაციო პროგრამა ახალგაზრდული მუშაკებისათვის. სატრენინგო კურსში მონაწილეობას იღებს 20 ახალგაზრდული მუშაკი მთელი საქართველოდან და გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში.
ვრცლად
09 თებერვალი 2012
ტრეინინგ კურსი ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეთათვის 26 იანვარი – 2 თებერვალი 2012, ანაკლია
ტრეინინგ კურსი ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეთათვის წარმოადგენს პროექტის „ახალგაზრდობის განვითარება და ჩართულობა" მესამე კომპონენტის „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე" ერთ-ერთ ქვეკომპონენტს
ვრცლად
08 თებერვალი 2012
სამუშაო შეხვედრის - „მოხალისეობა საქართველოში - არსებული სიტუაცია და განვითარების პერსპექტივები“ - ანგარიში
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ინიციატივით, დაბა გუდაურში 2012 წლის 26-31 იანვარს გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „მოხალისეობა საქართველოში - არსებული სიტუაცია და განვითარების პერსპექტივები".
ვრცლად -
09 დეკემბერი 2011
ლაშქრობა
2011 წლის 8-9 ოქტომბერს გურჯაანისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრების მოხალისეთათვის ლაშქრობა მოეწყო. ლაშქრობაზე მარნეულის ახალგაზრდული ცენტრიდან 20 ახალგაზრდა ხოლო გურჯაანიდან 22
ვრცლად
09 დეკემბერი 2011
ლაშქრობა დედამოკაზე
ზუგდიდისა და ვარციხის ახალგაზრდული ცენტრების მოხალისეთათვის ერთობლივი ორ დღიანი ლაშქრობა მოეწყო. ახალგაზრდები მარტვილის რაიონში, დედამოკაზე გაემგზავრენ.
ვრცლად
09 დეკემბერი 2011
აქცია-"გარემოს საათი"
აქციაში მონაწილეობდა ცენტრის 20 მოხალისე. დასუფთავდა ოფისის წინა მდებარე ეზო, სტადიონი და აუზი.
ვრცლად -
09 დეკემბერი 2011
ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა
25 ნოემბერს ზუგდიდის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება იყო პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ინტეგრაცია საზოგადოებაში" დასკვნითი ეტაპი.
ვრცლად
08 დეკემბერი 2011
დებატები ახალგაზრდობის ცენტრში
ბაღდათის ახალგაზრდობის ცენტრში ეწყობა დებატები ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზე
ვრცლად
08 დეკემბერი 2011
„ვსწავლობთ ქართულ ენას“ პრეზენტაცია
2011 წლის 22 ნოემბერს მოეწყო ახალგაზრდული ცენტრის პროექტის - „ვსწავლობთ ქართულ ენას" პრეზენტაცია. რომელსაც 20 მონაწილე ესწრებოდა. პროექტი ითვალისწინებს მარნეულის რაიონში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზებას
ვრცლად -
08 დეკემბერი 2011
ტრენინგების ციკლი “ცხოვრების ჯანსაღი წესი” ახალგაზრდულ ცენტრებში
სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" რვა რეგიონულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „ცხოვრების ჯანსაღი წესის" შესახებ, რომელსაც ყველა რეგიონში 14-18 წლამდე ასაკის 20 ახალგაზრდა ესწრებოდა.
ვრცლად
08 დეკემბერი 2011
ტრენინგი თემაზე ,,ფონდების მოძიება”.
სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" რვა რეგიონულ ცენტრში - გურჯაანში, ამბროლაურში, ვარციხეში, ლენტეხში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და მარნეულში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,ფონდების მოძიება".
ვრცლად
08 დეკემბერი 2011
ტრენინგების ციკლი “ეფექტური კომუნიკაცია” ახალგაზრდულ ცენტრებში
სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" რვა რეგიონულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაცია", რომელსაც ყველა რეგიონში 14-18 წლამდე ასაკის 20 ახალგაზრდა ესწრებოდა. ტრენინგი ჩაატარა GIP-გლობალური ინვესტიცია ფსიქიატრიაში, კომფლიქტოლოგმა, ნინო ბურდულმა.
ვრცლად -
08 დეკემბერი 2011
ინგლისურის კურსები და ბიბლიოთეკა
2011 წლის 1 ოქტომბრიდან "გურჯაანის ახალგაზრდულ ცენტრში" ტარდება ინგლისური ენის კურსები. პედაგოგის დახმარებით ახალგაზრდები ეუფლებიან ინგლისურს ენის დაწყებით კურსს
ვრცლად
08 დეკემბერი 2011
,,ტრენინგები შიდსზე და ნარკომანიაზე"
ზუგდიდის ახალგაზრდობის ცენტრში დაიწყო რიგით პირველი პროექტის ,,ტრენინგები შიდსზე და ნარკომანიაზე" გამხორციელება. ამ პროექტის ფარგლებში 16-17 ოქტომბერს ზუგდიდის ახალგაზრდობის ცენტრის ოფისში ჩატარდა ტრენინგი სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებისთვის.
ვრცლად
08 დეკემბერი 2011
ზუგდიდის ახალგაზრდობის ცენტრი
2011 წლის 4 დეკემბერს, ზუგდიდის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ მოეწყო ინტელექტუალური თამაშის ,, რა? სად? როდის? " პირველ ეტაპი.
ვრცლად -
07 დეკემბერი 2011
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ოფიციალური გახსნა
17 ოქტომბერს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. აღნიშნული ცენტრი, ისევე როგორც 7 დანარჩენი, საქართველოს სხავდასხვა რეგიონში (მარნეული, ვარციხე, გურჯაანი, გორი, ამბროლაური, ზუგდიდი, ლენტეხი), შექმნილია საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში და წარმოადგენს რეგიონის ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიღების, კულტურულ, საგანმანათლებლო, სოციალურ, სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებებში ჩართვისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდისათვის ოპერირებად ერთეულებს.
ვრცლად
18 ნოემბერი 2011
ჟურნალ „ანიმას“ პრეზენტაცია
14 ნოემბერს თსუ-ში, (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ახალგაზრდული ჟურნალის, „ანიმას" პრეზენტაცია გაიმართა. ყოველთვიური გამოცემა სპეციალურად სტუდენტებისთვის შეიქმნა. ღონისძიებას, სტუდენტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჟურნალის გამოცემის ინიციატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქვეუწყება ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი. ჟურნალის კონცეფციიდან გამომდინარე, რედაქცია მოტივირებულია დაასაქმოს და გაზარდოს სტუდენტების აქტივობა. მათ შესაძლებლობა აქვთ თითოეული ნომრის გამოცემაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
ვრცლად
26 ოქტომბერი 2011
„პატრიოტი 2011“ დასრულდა
24 ოქტომბერს, ანაკლიაში, საერთაშორისო ბანაკის "პატრიოტი 2011" დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. დახურვის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და "პატრიოტის 2011" ბოლო ნაკადის მონაწილეები - ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ბელორუსი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
ვრცლად -
20 ოქტომბერი 2011
ვარციხის ახალგაზრდული ცენტრის ოფიციალური გახსნა
9 ოქტომბერს ვარციხის ახალგაზრდული ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. მოეწყო ვარციხის ახალგაზრდული ცენტრის მიმდინარე და სამომავლო პროექტების პრეზენტაცია. ოფიციალურ გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წამომადგენლები, ვარციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და მოხალისე ახალგაზრდები.
ვრცლად
20 ოქტომბერი 2011
ლენტეხის ახალგაზრდული ცენტრის ოფიციალური გახსნა
26 სექტემბერს, ლენტეხის ახალგაზრდული ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის გახსნაზე იმყოფებოდნენ სსიპ "ბავშვათა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" დირექტორის მოადგილე, ანა საბახტარიშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, გამგებელი- მურმან მუკბანიანი, გამგებლის მოადგილე ბერდია გუგავა, დეპუტატის ბიუროს უფროსი - თორნიკე გასვიანი და სხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები. ასევე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და ადგილობრივი ახალგაზრდობა.
ვრცლად
10 ოქტომბერი 2011
„მე ვეხმარების“ პირველი ეტაპის მონაწილეები მინისტრმა დააჯილდოვა
10 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა პროექტ „მე ვეხმარების" მოხალისეებს მადლობის სიგელები გადასცა. სიგელები სულ 32 ახალგაზრდას გადაეცა, პროექტ "მე ვეხმარების" განხორციელება კი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, შერჩეული მოხალისეები მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის ხელოვნებისა და სპორტის დარგში სხვადასხვა ღონისძიებას ატარებდნენ.
ვრცლად -
06 ოქტომბერი 2011
ახალგაზრდული ელექტრონული სერვისები
6 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსში, პროექტ "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" წარდგენა გაიმართა. ღონისძიება მინისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი ავალიანმა გახსნა. პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერიისა და თბილისის რეგიონალური გამგეობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვრცლად
28 სექტემბერი 2011
ზუგდიდში ახალგაზრული ცენტრი გაიხსნა
მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ცენტრი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ანი საბახტარიშვილმა და ზუგდიდის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა მადონა ჯაბუამ გახსნეს. ღონისძიებას 30-მდე ახალგაზრდა, მოხალისეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ცერემონიას მუსიკალურად აფორმებდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ხალხურ საკრავთა ანსამბლი. დამსწრე საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა ცენტრის სამომავლო გეგმებს, მიზნებსა და განსახორციელებელი პროექტებს.
ვრცლად26 სექტემბერი 2011 გორის ახალგაზრდულ ცენტრში ტრეინინგ კურსი გაიხსნა
21 სექტემბერს, გორის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ტრეინინგ კურსის გახსნა, სახელწოდებით „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი". აღნიშნული კურსი შეეხება სხვადასხვა ტიპის უმცირესობების უფლებებს, განიხილება ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების საკითხები, დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების დაძლევის თემები.
ვრცლად -
23 სექტემბერი 2011
"სენი"-სა და ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
23 სექტემბერს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს - "სენი" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ანა საბახტარიშვილმა, ცენტრის დირექტორის მოადგილემ და ნანა ჯანაშიამ - ქსელის "სენი" აღმასრულებელმა დირექტორმა მოაწერა ხელი.
ვრცლად
22 სექტემბერი 2011
დიზაინის კონკურსი
სსიპ - „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს კონკურსს საუკეთესო „პლაკატის" დიზაინის შექმნაზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოაგზავნოს შექმნილი დიზაინი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: konkursi@cync.ge თქვენი გამოგზავნილი დიზაინი დაიდება ჩვენი გვერდის ალბომში, სადაც 2011 წლის 20 ოქტომბრამდე ყველაზე ბევრი „Like"-ების მქონე დიზაინი გაიმარჯვებს კონკურში. გამარჯვებული დიზაინის შემქმნელს გადაეცემა სპეციალური ჯილდო.
ვრცლად
20 სექტემბერი 2011
ვაკანსია
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ - "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს პრაქტიკანტთა მიღებას პროგრამების სამსახურსა და ფინანსურ-ადმინისტრაციულ სამსახურში.ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი ფუნქციებია ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვა და მართვა.
ვრცლად -
20 სექტემბერი 2011
ბლოგი
„უკვე მართლა ბევრნი ვართ, მაგრამ შენ გვჭირდები" სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" სტუდენტური ჟურნალისთვის სტუდენტებს ეძებს! გსურს გახდე წარმატებული ბლოგერი?
ვრცლად
15 სექტემბერი 2011
რვაკარა ნარდის ჩემპიონატი ანაკლიაში
6 სექტემბერს, რვაკარა ნარდის საერთაშორისო ფედერაციის და სსიპ `ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის~ ორგანიზებით ანაკლიის საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში რვაკარა ნარდის პირველი ტურნირი _ `პატრიოტი 2011~ ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა ბანაკში დასასვენებლად მყოფმა 16-მა პატრიოტმა მიიღო მონაწილეობა.
ვრცლად
26 ივლისი 2011
`მწვანე საღამო`
25 ივლისს, თბილისში, გალერეა „მუზაში" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „მწვანე საღამო" მოაწყო. საღამო მიეძღვნა პროექტ „მწვანე ყუთის" პირველი ეტაპის დასრულებას. ღონისძიებაზე მოხდა პროექტის „მწვანე ყუთის" შედეგების შეჯამება, ასევე გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. საღამოში მონაწილეობა მიიღეს პროექტში ჩართული ყველა დაწესებულების 100-მდე წარმომადგენელმა, მათ სიტყვით მიმართა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ერონვული ცენტრის" დირექტორმა თათია ელიაძემ.
ვრცლად -
22 ივლისი 2011 ახალგაზრდებს სწავლას დაუფინანსებენ
პროექტ „მწვანე ყუთის" ფარგლებში, დღეს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის კონკურსის დასკვინითი ეტაპი ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავდა, აღსაზრდელების შერჩევას და პროფესიულ სასწავლებლებში მათ მიერ შერჩეულ ფაკულტეტებზე სწავლის დაფინანსებას. ამისთვის საჭირო ფინანსურ რესსურს წარმოადგენს პროგრამა „მწვანე ყუთის" ფარგლებში, შეგროვებული მაკულატურიდან ამონაგები თანხა.
ვრცლად
19 ივლისი 2011
„მწვანე ყუთი“ თბილისის საქალაქო სასამართლოში
პროექტ „მწვანე ყუთის" ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მაკულატურის შეგროვებას აგრძელებს. 19 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლო პროექტ „მწვანე ყუთში" ჩაერო და პროგრამის ორგანიზატორებს 1500 კგ მაკულატურა გადასცა. მოსალოდნელია, რომ ყოველთვიურად საქალაქო სასამართლოს მიერ ჩაბარებული მაკულატურა რამდენიმე ტონას მიაღწევს.
ვრცლად
08 ივლისი 2011
პროექტ „მწვანე ყუთს“ აღსრულების ბიურო შეუერთდა
პროექტ „მწვანე ყუთის“ ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მაკულატურის შეგროვებას აგრძელებს. 29 მარტს, პროექტში აღსრულების ბიურო ჩაერთო. დაწესებულებამ „მწვანე ყუთის“ თანამშრომლებს დაახლოებით 1 ტონა ქაღალდი გადასცა.
ვრცლად -
03 ივლისი 2011
„მწვანე ყუთი“ ბათუმის იუსტიციის სახლში
პროექტ „მწვანე ყუთის" ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მაკულატურის შეგროვებას აგრძელებს. 2 ივნისს, პროექტში ახლად ამოქმედებული ბათუმის იუსტიციის სახლი ჩაერთვება. დღეიდან, იუსტიციის სახლის თანამშრომლები ქაღალდის ნარჩენებს ნაგვის ურნის ნაცვლად მწვანე ყუთებში შეაგროვებენ. მოსალოდნელია, რომ ყოველთვიურად იუსტიციის სახლის მიერ ჩაბარებული მაკულატურა რამდენიმე ასეულ კილოგრამს მიაღწევს.
ვრცლად
02 ივლისი 2011
სანდრა რულოვსი პატრიოტთა ბანაკს ესტუმრა
1 ივნისს, საქართველოს პირველი ლედი - სანდრა რულოვსი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. პირველმა ლედიმ პროგრამა „ჯანსაღი ცხოვრების წესის" ფარგლებში 300-მდე პატრიოტს სემინარი ჩაუტარა. სემინარზე სანდრა რულოვსმა ახალგაზრდებთან თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნებლობაზე, გარემოს დაცვასა და სპორტის მნიშვნელობზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ვრცლად
28 ივნისი 2011
ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს ლადო ვარძელაშვილი ეწვია
28 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი სსიპ „ბავშვთა და ახალაგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" ეწვია. ღონისძიების ფარგლებში მინისტრი ცენტრის თანამშრომლებსა და მოხალისეებს შეხვდა. ვარძელაშვილმა მოისმინა ინფორმაცია ცენტრის მიერ მიმდინარე პროექტების შესახებ. ასევე, ცენტრის თანამშრომლებმა ახალი პროგრამების პრეზენტაცია მოაწყვეს.
ვრცლად -
16 ივნისი 2011
`პატრიოტი 2011` ოფიციალურად გაიხსნა
1 ივნისს, ანაკლიაში, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამა „პატრიოტი 2011" ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი მოადგილეებთან და ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარე - ლევან კონჯარიასთან ერთად დაესწრო. გახსნის ცერემონიაზე „პატრიოტებმა" სამშობლოს თემატიკაზე დადგუმული თეატრალიზებული ეტიუდები დადგეს, ასევე შეასრულეს ხალხური ცეკვები და ააჟღერეს სიმღერები.
ვრცლად
01 ივნისი 2011
“მწვანე ყუთის“ პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2011 წლის თებერვალში დაწყებული პროექტი „მწვანე ყუთი" ახალ ეტაპზე გადავიდა. საქველმოქმედო პროექტს საჯარო დაწესებულებების შემდეგ, კერძო პირები უერთდებიან. 14 ივნისს, დავით ფოჩხუას ოჯახმა, ერთჯერადად 100-მდე კგ. მაკულატურა ჩააბარა.
ვრცლად
22 მაისი 2011
„სტუდენტური დღეები 2011“-ის გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ
18-22 მაისს თბილისში, ვაკის პარკში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 5 წლიანი შესვენების შემდეგ, "სტუდენტური დღეები 2011" გაიმართა.
ვრცლად -
20 მაისი 2011
მინისტრი პროგრამის „პატრიოტი 2011“ ლიდერებს შეხვდა
20 მაისს, თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი პროგრამა „პატრიოტი 2011" ახლად შერჩეულ ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა „პატრიოტში" განხორციელებულ ცვლილებებზე, საერთაშორისო ბანაკში მონაწილეთა შერჩევის პრინციპებსა და ლიდერების როლზე ისაუბრა.
ვრცლად
11 თებერვალი 2011
მინისტრი პროექტ „მწვანე ყუთის“ პრეზენტაციას დაესწრო
11 თებერვალს, სასტუმრო თბილისი „მარიოტში" პროექტ „მწვანე ყუთის" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა გახსნა. პრეზენტაციას სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის „მწვანე ყუთის" ორგანიზატორი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა.
ვრცლად
27 იანვარი 2011
პროგრამის „მე ვეხმარები!“ პრეზენტაცია გაიმართა
27 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხელოვნების დარგში მოსწავლე-ახალგაზრდობას შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოს" თანამშრომლებმა საზოგადოებას გააცნენს პროგრამა „მე ვეხმარები!" , რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი.
ვრცლად -
18 იანვარი 2011
გიორგი ავალიანმა გორში ახალგაზრდობის ცენტრი გახსნა
18 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი ავალიანმა გორში რეგიონული ახალგაზრდობის ცენტრი გახსნა. გორის ახალგაზრდული ცენტრი არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, რომელიც რეგიონში მცოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებას და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ვრცლად09 დეკემბერი 2010 ვლადიმერ ვარძელაშვილმა ამბროლაურში ახალგაზრდობის ცენტრი გახნა
9 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმის-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა - დავით გაგოშიძემ ამბროლაურში ახალგაზდობის ცენტრი გახსნეს. გახსნის ცერემონიას ადგილობრივი მოსახლეობა და გამგეობის თანამშრომლები დაესწრნენ.
ვრცლად
07 დეკემბერი 2010
მარნეულში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა
7 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ სულხან სიბაშვილმა და საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილემ ისამუ აზეჩიმ მარნეულში რეგიონული ახალგაზრდული ცენტრი ოფიციალურად გახსნეს.
ვრცლად














