კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1

 

    „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ მანავში

განხორციელების   ადგილი:  მანავი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

სამიზნე  ჯგუფი: 12-16 წლის მოსწავლეები

აღწერილობა: 

 

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ პროგრამა მოიცავს სპორტულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 დღისგან შედგება. დღის პირველი ნახევარი დაეთმობა სპორტულ ტურნირებს, ხოლო მეორე ნახევარი დატვირთული იქნება სხვადასხვა საბანაკე თამაშებით. პირველი საბანაკე დღე მთლიანად ეთმობა გუნდების გაცნობისა და დამეგობრების აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა თემის წარმომადგენელი მოზარდების ერთმანეთთან ინტეგრაციისა და შემდგომი საბანაკე ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის. 

მონაწილეები იქნებიან საქართველოს მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების 12-16 წლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სპორტულ, ისე შემოქმედებით აქტივობებში. 

 

ერთი ნაკადის განმავლობაში, საბანაკე ბაზაზე ერთდროულად შესაძლებელია 132 ბენეფიციარის მიღება და საბანაკე აქტივობებში ჩართვა. მონაწილეები ნაწილდებიან 6 გუნდად (ერთ გუნდში 22 მონაწილე) და განაწილების დროს დაცულია სქესთა ბალანსი. თითო გუნდს ჰყავს 2 ლიდერი (გოგონა და ვაჟი), რომლებიც მთელი ნაკადის განმავლობაში ინტენსიურად არიან ჩართული საბანაკე პროგრამის განხორციელების პროცესში.