კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1

 

  “რობოტექნიკის  საზაფხულო  ბანაკი”  ქუთაისში

განხორციელების  ადგილი: ქუთაისი

სამიზნე  ჯგუფი: 13-18 წლის მოსწავლეები

აღწერილობა:

 

პროგრამა მოიცავს სპორტულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 დღისგან შედგება. დღის პირველი ნახევარი დაეთმობა სპორტულ ტურნირებს, ხოლო მეორე ნახევარი დატვირთული იქნება სხვადასხვა საბანაკე თამაშებით. პირველი საბანაკე დღე მთლიანად ეთმობა გუნდების გაცნობისა და დამეგობრების აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა თემის წარმომადგენელი   მოზარდების ერთმანეთთან ინტეგრაციისა და შემდგომი საბანაკე ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის. 

მონაწილეები იქნებიან საქართველოს საჯარო სკოლების 13-18 წლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სპორტულ, ისე შემოქმედებით აქტივობებში. 

ერთი ნაკადის განმავლობაში, საბანაკე ბაზაზე ერთდროულად შესაძლებელია 288 ბენეფიციარის მიღება და საბანაკე აქტივობებში ჩართვა. მონაწილეები ნაწილდებიან 12 გუნდად (ერთ გუნდში 24 მონაწილე) და განაწილების დროს დაცულია სქესთა ბალანსი. თითო გუნდს ჰყავს 2 ლიდერი (გოგონა და ვაჟი), რომლებიც მთელი ნაკადის განმავლობაში ინტენსიურად არიან ჩართული საბანაკე პროგრამის განხორციელების პროცესში.