კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1

 

 “თავგადასავალი 2018“

განხორციელების  ადგილი:  ბოლნისი, ფოლადაური

სამიზნე  ჯგუფი:  8-25  წლის ახალგაზრდები

აღწერილობა:

 

ბანაკი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობას, მსოფლიო სკაუტური მეთოდის გამოყენებით. საბანაკე პროგრამა 6 დღისგან შედგება და საბანაკე პერიოდში თითოეული მონაწილე  გაატარებს დროს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, მათ ექნებათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. 

ბანაკის პროგრამით დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, თითოეული აქტივობის განხორციელებისას გამოიყენება სკაუტური მეთოდი, რომელიც აპრობირებულია მსოფლიო მოძრაობის მიერ და არის უნიკალური. აქტივობები მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ნაწილს. იგეგმება ისეთი ტრენინგების განხორციელება როგორიცაა ლიდერობა, ჯგუფური მუშაობა, ინკლუზია, დისკრიმინაცია და ტოლერანტობა და ა.შ. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სკაუტური აქტივობები: პიონერინგი, ორიენტირება, თვითგადარჩენა, ლაშქრობის დაგეგმვა და სხვა. მონაწილეები თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, ბანაკის განმავლობაში ადგილზევე შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. 

ერთ ნაკადზე ბანაკში მონაწილეობას მიიღებს ერთდროულად 400 ბენეფიციარი.