კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1

➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა 

სამსახურის ძიების პროცესი ყველა ახალგაზრდის წინაშე არსებული გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას. 

შესაბამისად, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს ახალგაზრდების კომპეტენციების ამაღლებას და  მათი დასაქმების შესაძლებლობის ზრდას. 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები დასაქმდებიან სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში.

➔    მიზნები/მიზანი

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების კარიერული ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნის მიღწევის ამოცანები:

მონაწილეთა პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესება;

ახალგაზრდების ინიციატივებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენის ხელშეწყობა;

არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული მოდულებისა და პროგრამების შემუშავება;

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების უზრუნველყოფა. 

➔    მიზნობრივი ჯგუფი

პროგრამის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ 20-30 წლის ახალგაზრდები, რომლებიც არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ან მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება.

პროექტის ფარგლებში დასაქმების მსურველი აპლიკანტები შეირჩევიან დასაქმების შესახებ გამოქვეყნებულ ვაკანსიაში მითითებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

➔    გეოგრაფიული არეალი

პროგრამა განხორციელდება თბილისში, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე და ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ ტერიტორიაზე.

შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებში.

➔    განხორციელების მეთოდოლოგია

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება:

          I.            პირველი ეტაპი - ტრენინგ-მოდულების შემუშავება

პროექტის ფარგლებში მომზადდება ტრენინგ-მოდულები სხვადასხვა თემატიკაზე, რომელთა შესაბამისად მოხდება აპლიკანტების გადამზადება და მათთვის კომპეტენციების ამაღლება.

ტრენინგ-მოდულები შეიქმნება შემდეგ თემებზე:

1.      ლიდერობა და გუნდური მუშაობა;

2.      TOT - ტრენერთა მომზადების ტრენინგი;

3.      სამთო - სათხილამურო სპორტი;

4.      პრაქტიკული საქმიანობის ტრენინგ-მოდული;

5.      ეკოლოგია და გარემოს დაცვა;

6.      მოხალისეობა;

7.      მოლაშქრეობა (სკაუტები, პიონერინგი);

8.      ჯანსაღი ცხოვრების წესი;

9.      რობოტექნიკა;

10.    სახანძრო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება.

 

       II.            მეორე ეტაპი - განაცხადების მიღება

 

ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით დაიგეგმება აქტივობები, რომლებიც მოიცავს, როგორც დასაქმების საიტებისა და სოციალური ქსელების გამოყენებას, ასევე  უმაღლეს სასწავლებლებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.

ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ დაიწყება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან და ადმინისტრა-ციასთან, სადაც ახალგაზრდები დეტალურად გაეცნობიან პროგრამის მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი ჩართულობის შესახებ ინფორმაციას.

შერჩევის მეორე ეტაპს გაივლის ყველა ის აპლიკანტი, რომელსაც სრულად ექნება წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ მომზადდება მონაცემთა ბაზა ყველა აპლიკანტის შესახებ ინფორმაციის მითითებით. მოხდება სტატისტიკური მონაცემების ანალიზი.

 

    III.            მესამე ეტაპი - ჯგუფური გასაუბრება

 

შერჩევის მესამე ეტაპს წარმოადგენს ჯგუფური გასაუბრება, რაც გულისხმობს როლურ თამაშებსა და სიტუაციურ ამოცანებზე დაკვირვებით, 5 კომპონენტიანი შეფასების ფორმების   შესაბამისად, მონაწილეთა კომპეტენციების შეფასებას.

მონაწილეთა კომპეტენციების შეფასება მოხდება შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

ზეპირი კომუნიკაცია;

პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები; 

გუნდური მუშაობა;

მედიაცია - ადამიანებთან ურთიერთობა განსხვავებულ სიტუაციებში.

დამატებითი შეფასების მექანიზმით - ზეპირი გამოკითხვის კითხვარით, მოხდება ზემოთ ჩამოთვლილ კომპეტენციებში აპლიკანტის თეორიული ცოდნის შეფასება.

კომისიის წევრების მიერ შეფასებული 300-მდე ყველაზე მაღალქულიანი კანდიდატი გადავა შერჩევის შემდგომ ეტაპზე.

ცენტრის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური  უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის დაოქმებას, ანკეტების ანალიზს და შედეგების გამოქვეყნებას.

 

    IV.            მეოთხე ეტაპი - თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი

 

პროექტის მეოთხე ეტაპზე, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რაც გულისხმობს სპეციალური ტრენინგ-მოდულების შესაბამისად ახალგაზრდა ლიდერების მომზადებას.

თეორიული ტრენინგის განმავლობაში ლიდერობის კანდიდატები იმუშავებენ პროექტის პირველ ეტაპზე შემუშავებული თემატიკის შესაბამისად დაგეგმილ აქტივობებზე. ტრენინგებს გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები. თითოეული ტრენინგის შედეგები შეფასდება ტესტირების საშუალებით.

შერჩეული ლიდერები შვიდდღიან პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ ბაზაზე.

ლიდერების მომზადების პრაქტიკულ ტრენინგს გაუძღვებიან მენტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოდულის შესაბამისად აქტივობების განხორციელებას. მენტორები პროცესზე დაკვირვების შედეგად ყოველდღიურად შეაფასებენ კანდიდატებს.

თეორიული ტრენინგების ტესტირების შედეგებისა და პრაქტიკულ ტრენინგზე მიღებული შეფასებების მიხედვით  შეირჩევიან ლიდერები და შედეგები ეცნობებათ როგორც წერილობით, ისე სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.

შერჩეული ლიდერები მთელი სეზონის განმავლობაში აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის განხორციელების პროცესში და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდულ აქტივობებში.

 

➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

პროგრამის განხორციელების მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

დამტკიცებულია ტრენინგ-მოდულები;

გაუმჯობესულია მონაწილეთა პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები;

პროექტის ფარგლებში დასაქმებული არიან ახალგაზრდები;