კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1

➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა

პროექტი „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ბანაკი, რომლის საბანაკე აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენას, ფორმირებასა და განვითარებას,  მაღალი  ხარისხის რეკრეაციულ აქტივობებზე თანაბარი და საყოველთაო ხელმისაწვდომობის გზით.

2019 წელს პროექტი განხორციელდება თანატოლგანმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც გულისმობს ტრენინგების, გუნდური თამაშების, დისკუსიების, საერთო საბანაკე და სხვა ღონისძიებების განხორციელებით ბანაკის მონაწილეების თანატოლგანმანათლებლებად ჩამოყალიბებას და ბანაკში მიღებული ცოდნის რეალიზებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას.

პროექტში ჩართული ახალგაზრდები არაფორმალურ გარემოში შეიძენენ და გაიუმჯობესებენ იმ უნარებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური ჩართულობისათვის.

➔    მიზნები/მიზანი

პროექტის ძირითადი მიზნებია:

თანატოლგანმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალ-გაზრდების გადამზადება;

მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა;

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;

მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა.

➔    მიზნობრივი ჯგუფი

პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს საჯარო სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 14-18 წლის მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

მონაწილეთა შერჩევა:

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა რეგიონიდან, საჯარო სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრებისა (წარჩინებული) და სასკოლო თვითმმართველობების წარმომადგენელ 14-18 წლის მოსწავლეებს (სკოლიდან ერთი ძირითადი და ერთი სარეზერვო მონაწილე).

სკოლაში ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი რამდენიმე მოსწავლის შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ გამყოფი ხაზის სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს.

ბენეფიციარების შერჩევას და შესაბამისი დოკუმენტაციის ცენტრისთვის მიწოდებას (ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით და სქესთა ბალანსის დაცვით) უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

გარდა ამისა, ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პარტნიორი უწყებების ბენეფიციარები, რომელთა შერჩევასაც (ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით და სქესთა ბალანსის დაცვით) უზრუნველყოფენ პარტნიორი ორგანიზაციები. უწყებების მიხედვით ბენეფიციართა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. პარტნიორმა უწყებებმა ასევე უნდა უზრუნველყონ მათ მიერ წარდგენილი მონაწილეების შესახებ ინფორმაციის ცენტრისთვის მიწოდება განკარგულებაში გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად.

მონაწილეთა რაოდენობა:

პროექტი „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში 2019 წელს არაუმეტეს 10 ნაკადად განხორციელდება. ერთი ნაკადის განმავლობაში, საბანაკე ბაზაზე ერთდროულად შესაძლებელი იქნება 288-მდე ბენეფიციარის მიღება და საბანაკე აქტივობებში ჩაერთვება სულ 2880-მდე ახალგაზრდა.

➔    გეოგრაფიული არეალი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ანაკლია, ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ ტერიტორია.

➔    განხორციელების მეთოდოლოგია

პროექტი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით განხორციელდება და გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად ბანაკის ძირითად თემად განისაზღვრება: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

7 დღიან საბანაკე პროგრამაში აქტივობები დაიგეგმება ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით.

განხორციელების მეთოდოლოგია დაეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს, მათ შორის ტრენინგებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს, ჯგუფურ მუშაობას, როლურ თამაშებს და სხვა. ბანაკის თემატური დღეები დატვირთული იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით, როგორებიც არის ბანაკის მონაწილეების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების/ანიმაციების ჩვენება, გუნდების მიერ მომზადებული კოსტიუმირებული წარმოდგენა, სხვადასხვა საბანაკე თამაშები და ა.შ. ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენტრენინგებში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, ასევე შეისწავლიან თანატოლგანმანათლებლობის ტექნიკებს და ნაკადის დასკვნით ეტაპზე გუნდები წარმოადგენენ პროექტების იდეებს (პროექტის განხორციელების გეგმას) გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების შესახამისად. ყოველი ნაკადისთვის წინასწარ მომზადებული საგანამანთლებლო მატერიალები გადაეცემა ბანაკის თითოეულ მონაწილეს, რაც მათ დაეხმარება შემდგომში თავიანთ სკოლებში პროექტების შეუფერხებლად განხორციელებაში.

საბანკე პროგრამის დასრულების  შემდგომ აღნიშნულ თემატიკაზე შესაბამისი ტექნიკების გამოყენებით შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ტიპის აქტივობები საკუთარ სკოლასა და თემში, რომელთა შესრულების მიმდინარეობის პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები. აღნიშნულ პროცესს განახორციელებს და ზედამხედველობას გაუწევს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროგრამების სამსახური.

საბანაკე პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც მოიცავს სპორტის რამდენიმე სახეობას: ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი.

თითოეული აქტივობის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩაერთვება ბანაკის ყველა მონაწილე.

➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

თანასწორგანმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით გადამზა-დებული არიან ახალგაზრდები;

გაზრდილია რეკრეაციულ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში ჩართული მოწყვლადი ჯგუფების წამომადგენლების რაოდენობა;

პროექტში ჩართულია 2880-მდე მონაწილე.