კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1
➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა 
ფიზიკური აქტივობა და სპორტი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის, რაც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტუალურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებაზე.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ხელს უწყობს მათ გააქტიურებას სამოქალაქო ცხოვრებაში. შესაბამისად, ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და პოპულარიზაციისათვის საჭიროა მისი საგანმანათლებლო კომპონენტებით დატვირთვაც. 
➔    მიზანი/მიზნები
„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ მიზნებია:
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ აქტივობებში;
ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
 
➔    მიზნობრივი ჯგუფი
ბანაკის სამიზნე ჯგუფს წარმოადგნს პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი- 2019“-ის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გამარჯვებული 12-16 წლის მოზარდები. ბანაკის მონაწილეთა სიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდებას უზრუნველყოფს ცენტრის პროგრამების სამსახური.
2019 წელს ბანაკი არაუმეტეს 8 ნაკადად განხორციელდება, ერთ ნაკადზე ბანაკში დაისვენებს 132-მდე მონაწილე, საერთო ჯამში კი ბანაკში ჩაერთვება 1056-მდე ახალგაზრდა.
➔    გეოგრაფიული არეალი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი მანავი.
➔    განხორციელების მეთოდოლოგია
პროექტი „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ მანავში  არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით (ჰობი - განათლება) განხორციელდება და მოიცავს სპორტულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 დღისგან შედგება.
ბანაკის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც ფასეულობის განმტკიცებას. გარდა ამისა, ბანაკის მონაწილეებს განუვითარდებათ ინდივიდუალური და გუნდური თამაშებისთვის საჭირო უნარები.
საბანაკე აქტივობები მოიცავს სპორტულ ტურნირებს და სხვადასხვა საბანაკე თამაშებს. ბანაკის ფარგლებში განხორცილდება სპორტული ოლიმპიადა, რომელიც მოიცავს სპორტის რამდენიმე სახეობას: ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, დოჯბოლი, ფრენბურთი, კალათბურთი და სხვა. ბანაკის პროგრამა ითვალისწინებს საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც განხილული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები/თემები.
➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
ამაღლებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მონაწილეთა ცოდნის დონე;
გაზრდილია სპორტულ აქტივობებში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა;
ბანაკში ჩაერთვება 1056-მდე ახალგაზრდა.