კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1

➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა 

„მომავლის ბანაკი“ შაორში არის პირველი სტუდენტური მასშტაბური ბანაკი საქართველოში, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და მოხალისეობრივ აქტივობებში.

მოხალისეობა არის სამოქალაქო აქტივობის ფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პიროვნებას ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების განვითარების პროცესში. შესაბამისად, ბანაკი მიზნად ისახავს ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას, ახალგაზრდებში მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათ გააქტიურებას/ჩართვას სხვადასხვა ტიპის აქტივობებში.

ბანაკის მონაწილეები ჩაერთვებიან ცენტრის მიერ დაგეგმილ მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ერთის მხრივ, საკუთარი წვლილი შეიტანონ აქტუალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტის პროცესში, ხოლო, მეორეს მხრივ, მოახდინონ თვითრეალიზაცია და შეიძინონ ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება მათ კარიერულ წინსვლასა და პიროვნულ განვითარებაში.

➔    მიზანი/მიზნები 

 ახალგაზრდების ჩართვა რეკრეაციულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში; 

  მოხალისეობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება;

 

➔    მიზნობრივი ჯგუფი


ბანაკის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 18-25 წლის ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ უმაღლესი ან პროფესიული საგანამანთლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსი.  

მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება ღია მიღების საფუძველზე და მონაწილეები შეირჩევიან სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად.

ბანაკში მონაწილეობას მიიღებს განაცხადების შესაბამისად 792 ახალგაზრდა სქესთა ბალანსის დაცვით (6 ნაკადი).

ორი ნაკადი პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში“ განხორციელებული პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანის“ 264 ფინალისტით დაკომპლექტდება.

2019 წელს ბანაკი არაუმეტეს 8 ნაკადად განხორციელდება, ნაკადზე 132-მდე ბენეფიციარი ჩაერთვება და სულ მონაწილეობას მიიღებს 1056-მდე ახალგაზრდა.

➔    გეოგრაფიული არეალი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

➔    განხორციელების მეთოდოლოგია

პროგრამა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით განხორციელდება და დაეფუძნება მოხალისეობის პრინციპებს.

ბანაკის ფარგლებში  ყველა აქტივობა დაგეგმილი იქნება ბენეფიციარების ინტერესების შესაბამისად და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე შემეცნებით კომპონენტს. ტრენინგები მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს. ბანაკში გაიმართება სპორტული ტურნირები სხვადასხვა სახეობებში.

➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

  ახალგაზრდები ჩართული არიან რეკრეაციულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში;

  გადამზადებულია 792-მდე მოხალისე.