კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1

➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა

საქართველოს სკაუტური ორგანიზაცია ემსახურება მოზარდებისა და  ახალგაზრდების ჩართვას არაფორმალური განათლების აქტივობებში. სკაუტური საქმიანობა ხელს უწყობს ახალგაზრდების როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. შესაბამისად, ჯანსაღ და უსაფრთხო რეკრეაციულ გარემოში სხვადასხვა ტიპის სკაუტურ აქტივობებში მონაწილეობით ახალგაზრდები ივითარებენ ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, სწავლობენ საველე პირობებში ცხოვრებას, აქტივობებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოებაში.

➔    მიზანი/მიზნები

ბანაკი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობას, მსოფლიო სკაუტური მეთოდის გამოყენებით.

➔    მიზნობრივი ჯგუფი

ბანაკის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ 8-25 წლის ბავშვები და ახალგაზრდები.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოს სკაუტური ორგანიზაციის წევრებს და გაწევრიანების მსურველებს.

მონაწილეთა შერჩევას, დოკუმენტაციის მოწესრიგებასა და ცენტრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია.

 

➔    გეოგრაფიული არეალი

აბაშის მუნიციპალიტეტი.

➔    განხორციელების მეთოდოლოგია

პროექტი განხორციელდება „საქართველოს სკაუტურ ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით და ბანაკის პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის აქტივობები ხორციელდება სკაუტური მეთოდით, რომელიც გამოიყენება მსოფლიო სკაუტური მოძრაობის მიერ და არის უნიკალური. აქტივობები მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ნაწილს.

საბანაკე პროგრამა 7 დღისგან შედგება და საბანაკე პერიოდში თითოეული მონაწილე დროს გაატარებს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, მათ ექნებათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით: ლიდერობა, ჯგუფური მუშაობა, გარემოსდაცვითი აქტივობები, პიონერინგი, ორიენტირება, თვითგადარჩენა, ლაშქრობის დაგეგმვა და ა.შ.

მონაწილეებს თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, ბანაკის განმავლობაში ადგილზევე შეეძლებათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

 გაზრდილია მონაწილეთა ცნობიერება სკაუტური მეთოდის შესახებ;

  პროექტში ჩართულია 300-მდე ახალგაზრდა.