კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1

  ,,საერთაშორისო ევროპული ბანაკი“

განხორციელების  ადგილი:  საქართველო 

სამიზნე  ჯგუფი: 14-18 წლის ახალგაზრდები  

აღწერილობა: 

საბანაკე პროგრამის მეთოდოლოგია დაეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

ბანაკის იდეა მდგომარეობს კულტურათაშორისი მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობასა და ევროკავშირის ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. მონაწილეებიასევე გაეცნობიან და განავითარებენ 6 ძირითად კომპეტენციას, რომლებსაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანისთვის ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში.

ბანაკი მონაწილეებს შესთავაზებს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სესიებს ახალგაზრდული მუშაობის სხვადასხვა სფეროებში. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ ახალგაზრდული აქტივობის პრაქტიკა. ბანაკის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ საპროექტო წინადადებებს თანატოლგანმანათლებლობის პრონციპების გათვალისწინებით, რომლებიც განხორციელებული იქნება მათ რეგიონში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით. 

მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობები, მათ შორის: მინიფეხბურთი, ფრენბურთი, სამაგიდე ჩოგბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, დარტსი, ფრისბი და ბადმინტონი. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ივარჯიშონ და შეეჯიბრონ ერთმანეთს გუნდებში და ინდივიდუალურად.