კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1

 

„მომავლის ბანაკი“ შაორში

განხორციელების ადგილი: შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია,ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

 

სამიზნე  ჯგუფი: 18-25 წლის ახალგაზრდები

 

აღწერილობა: 

 

პროგრამა„მომავლის ბანაკი“ შაორში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 5 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. 

პირველი საბანაკე დღე მთლიანად ეთმობა გუნდების გაცნობისა და დამეგობრების აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა თემის წარმომადგენელი ახალგაზრდების ერთმანეთთან ინტეგრაციისა და შემდგომი საბანაკე აქტივობების/ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის. 

დღის პირველ ნახევარში, მონაწილეები ესწრებიან ტრენინგებს/საინფორმაციო შეხვედრებს, რომლებიც შეესაბამება მათ ინტერესებს და საჭიროებებს. 

საბანაკე პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ტურნირში, რომელიც მოიცავს სპორტის რამდენიმე სახეობას: ფეხბურთი, ფრენბურთი, დოჯბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი. 

ბანაკის თემატური დღეები დატვირთულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით, ყველა აქტივობის მომზადების პროცესში, ლიდერებთან ერთად სრულად არიან  ჩართული ბანაკის მონაწილეები.

ერთი ნაკადის         განმავლობაში,        ბანაკში          დაისვენებს 132      მონაწილე, რომლებიცგადანაწილდებიან გუნდებად (ერთ გუნდში 22 მონაწილე). განაწილების დროს დაცულია სქესთა ბალანსი. თითო გუნდს ჰყავს 2 ლიდერი (გოგონა და ვაჟი), რომლებიც მთელი ნაკადის განმავლობაში ინტენსიურად არიან ჩართული საბანაკე პროგრამის განხორციელების პროცესში.