კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1

 

  „მომავლის ბანაკი“  ანაკლიაში 

განხორციელების  ადგილი: ანაკლია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები

 

აღწერილობა: 

 

 

პროგრამა „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. 

პირველი საბანაკე დღე მთლიანად ეთმობა გუნდების გაცნობისა და დამეგობრების აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა თემის წარმომადგენელი მოზარდების ინტეგრაციისა             და       შემდგომი     საბანაკე         აქტივობების/ღონისძიებების      ეფექტიანად განხორციელებისათვის. 

საბანაკე პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს საშუალება აქვთ ჩაერთონ სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც მოიცავს სპორტის რამდენიმე სახეობას: ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი. 

ბანაკის თემატური დღეები დატვირთულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით, როგორებიც არის ბანაკის მონაწილეების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, გუნდების მიერ მომზადებული კოსტიუმირებული წარმოდგენა, სხვადასხვა საბანაკე თამაშები და ა.შ. 

მონაწილეები დღის პირველ ნახევარში ესწრებიან ტრენინგებს/საინფორმაციო შეხვედრებს (ეკოლოგია, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გენდერი,  თავდაცვა და უსაფრთხოება და ა.შ.), რომლებიც შეესაბამება ბანაკის ბენეფიციართა ასაკობრივ კატეგორიას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტივობის მომზადების პროცესში, ლიდერებთან ერთად სრულად არიან  ჩართული ბანაკის მონაწილეები.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათსაქართველოს ყველა რეგიონიდან, საჯარო სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების (წარჩინებული) მქონე 14-18 წლის მოსწავლეებს (სკოლიდან ერთი ძირითადი და/ან ერთი სარეზერვო მონაწილე). სკოლაში რამდენიმე წარჩინებული მოსწავლის შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების, გამყოფი ხაზის სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს.

ერთი ნაკადის განმავლობაში, საბანაკე ბაზაზე ერთდროულად შესაძლებელია 288 ბენეფიციარის მიღება და საბანაკე აქტივობებში ჩართვა. მონაწილეები ნაწილდებიან 12 გუნდად (ერთ გუნდში 24 მონაწილე) და განაწილების დროს დაცულია სქესთა ბალანსი. თითო გუნდს ჰყავს 2 ლიდერი (გოგონა და ვაჟი), რომლებიც მთელი ნაკადის განმავლობაში ინტენსიურად არიან ჩართული საბანაკე პროგრამის განხორციელების პროცესში.