კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
  • გამაჯანსაღებელი დარბაზი შშმ პირთათვის

    14 - 29 წლის 150 ბენეფიციარი
    თბილისი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

     

    შშმ პირთა ჩართვა სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებში, მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალიზაციის ხელშეწყობა.

     

    პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

    აღწერილობითი ნაწილი/შედეგების ჯაჭვი

    ობიექტურად

    გადასამოწმებელი ინდიკატორები

    გადამოწმების გზები
    გაზრდილია სპორტულ აქტივობებში ჩართვით შშმ პირთა სოციალიზაციის დონე მონაწილეთა სისტემატიური დასწრების მაღალი მაჩვენელები კითხვარები და პრეტესტები
    ბენეფიციართა ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღება ბენეფიციართა ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების მაჩვენებელი მშობლის/მეურვისა და ტრენერის ერთობლივი კითხვარები

  • სპორტული წრეები (უშუ, ხრიდოლი)

    6 – 20 წლის 300 ბენეფიციარი
    თბილისი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

     

    პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და დანერგვა, ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნების (ხრიდოლი) პოპულარიზება მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ მოზარდებს შორის.

    აღნიშნული პროექტი  განხორციელდება ინკლუზიური პრინციპების დაცვით ცენტრში არსებული ინფრასტუქტურის ბაზაზე. პროექტის მონაწილეები, რომლებიც გამოირჩევიან ტურნირებში გამარჯვებებით, საჩვენებელ    შეჯიბრებებს გამართავენ „მომავლის     ბანაკში“, რითიც პოპულარიზაციას გაუწევენ სპორტის აღნიშნულ სახეობებს და ამ სერვისს ცენტრის ბაზაზე.

     

    პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო: 

    აღწერილობით ნაწილი/შედეგების ჯაჭვი

    ობიექტურად

    გადასამოწმებელი ინდიკატორები

    გადამოწმების გზები
    გაზრდილია ბენეფიციარების ჩართულობის დონე სპორტულ აქტივობებში ბენეფიციართა ჩართულობა და მიღწეული შედეგები ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე

    •              ტურნირებში

    წარმატებები მაჩვენებელი

    •              წინა შედეგის გაუმჯობესების მაჩვენებელი

    გაზრდილია ბენეფიციარების მიღწევები

    ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე

    ბენეფიციართა სოციალიზაციის ხარისხის მაჩვენებელი ტრენერების, ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების კითხვარები
    სპორტული აქტივობები განხორციელდა ინკლუზიური პრინციპების დაცვით ბენეფიციართა გუნდური უნარჩვევების მაჩვენებელი სარეგისტრაციო ფორმები

     

     

     

  • სახელობო წრეები (მინანქარი, თექა, ქსოვა)

    8 – 29 წლის 100 ბენეფიციარი
    თბილისი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

     

     

    პროექტის მიზანია ინკლუზიურ ჯგუფში მოზარდებისათვის სხვადასხვა ტიპის პროფესიული ინტერესების გაღვივება; ინდივიდუალური და ჯგუფური შრომითი თერაპიის მეშვეობით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის რესოციალიზაციის პროცესის მართვა, საჭიროებისამებრ წვრილი მოტორული უნარების განვითარება და კონცენტრაციის უნარის განვითარების ხელშეწყობა.

    პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

     

    აღწერილობით

    ნაწილი/შედეგების ჯაჭვი

    ობიექტურად

    გადასამოწმებელი ინდიკატორები

    გადამოწმების გზები

    მონაწილეთა 20%-მა

    გააგრძელა სწავლა პროფესიულ სასწავლებელში

    გაიზარდა ინტერესი აღნიშნული პროფესიული დარგების მიმართ

                  გადამისამართებული მონაწილეების რაოდენობა და გავლილი პროფესიული კურსები

                  სარეგისტრაციო ფორმები

    მოეწყო შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

                  მონაწილეების რაოდენობა

                  პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დარგში შექმნილი ნამუშევრები, გამოფენები

         გამოფენები

    ამაღლდა მონაწილეთა სოციუმში ჩართულობის

    ხარისხი

    პროექტის ბენეფიციართა მონაწილეობის ხარისხი, ცენტრში მიმდინარე სხვა საგანმანათლებლოშემეცნებით პროექტებში

                  სარეგისტრაციო ფორმები

                  ურთიერთშეფასების კითხვარი

     

  • პროექტი CYNC სივრცე

    ბენეფიციართა ასაკი : 6 – 29 წელი
    თბილისი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

    პროექტის მიზანია მუდმივი განვითარების ციკლებში ჩართული ახალგაზრდების და ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა, მათთვის იმ რესურსების შეთავაზება, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას (სატრენინგო ციკლი - „თავისუფალი სივრცის“ ფარგლებში).

    CYNC სივრცე ახალგაზრდებსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული, უსასყიდლო გარემოა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს სამუშაო, სასწავლო და საპრეზენტაციო სივრცეებს. ადაპტირებული ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საგანმანათლებლო და შემეცნებითი ინიციატივების რეალიზებას. სივრცე, რომელიც მორგებული იქნება 6 – 29 წლის ახალგაზრდების საჭიროებებზე, უზრუნველყოფილი იქნება ელექტრონული და ბეჭდვითი რესურსებით.

     

     

    პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

    აღწერილობით ნაწილი/შედეგების ჯაჭვი

    ობიექტურად

    გადასამოწმებელი ინდიკატორები

    გადამოწმების გზები

    სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის ბიბლიოთეკის ხელმისაწვდომობის გაზრდა

    შექმნილია სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული წიგნადი და ელექტრონული ფონდი

    წიგნადი და ელექტრონული ფონდის რაოდენობა

    CYNC სივრცით სარგებლობენ ახალგაზრდები და ახალგაზრდული ჯგუფები

    გაზრდილია CYNC სივრცის მოსარგებლეთა რაოდენობა

    ბიბლიოთეკის მოსარგებლეთა სარეგისტრაციო მასალები

    CYNC სივრცით სარგებლობენ მცირემხედველი და უსინათლო პირები

    გაზრდილია მცირემხედველი და უსინათლო პირების მომართვიანობა ცენტრში

    აღნიშნული კონტიგენტის მოსარგებლეთა სარეგისტრაციო მასალები

    მონაწილეთა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის დონის ამაღლება

    ბიბლიოთეკის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებში

    შეფასების ფორმები, მონაწილეთა მიერ მოხალისეობრივად განხორციელებული აქტივობები

     

  • სპორტი ბარიერების გარეშე

    12-16 წლის 4000 ბენეფიციარი
    თბილისი, რეგიონები

    პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტისა პოპულარიზაციას, თავისუფალიდროის ნაყოფიერად გამოყენებას სპორტული აქტივობების საშუალებით.

    პროექტის მნიშნელოვან ნაწილს ახალგაზრდული სპორტული ფესტივალი წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე აქტივობის გამაერთიანებელია და რომელშიც ახლგაზრდების მასობრივი ჩართულობაა უზრუნველყოფილი.

     

    პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

    აღწერილობით ნაწილი/შედეგების ჯაჭვი

    ობიექტურად

    გადასამოწმებელი ინდიკატორები

    გადამოწმების გზები

    Ø სპორტულ აქტივობებში ჩართულია 12-16 წლის  მოზარდების მაქსიმალური რაოდენობა, რაც საქართველოს მოსწავლეების 42%-ს შეადგენს

    თემატურ კონკურსში

    (ესსე, ანიმაცია ან სხვა) აქტიური მონაწილეობა.

    პროექტში ჩართული

    ბენეფიციარების დაინტერესების ზრდა, პროექტის სხვადასხვა აქტივობებში გაზრდილი ჩართულობა

     

    ახალგაზრდების რაოდენობა გაზრდილია

     

    სპორტის პოპულარიზების ფიზიკურ აქტივობებში ჩართულია  პროექტის მონაწილე ახალგაზრდების 28%

    თემისა და მუნიციპალიტეტების დონეებზე ჩატარებული სპორტული შეჯიბრებები პროექტით განსაზღვრულ სახეობებში

    სარეგისტრაციო ფორმები

    რეგიონულ შეჯიბრებებში ჩართულია 4000 ბენეფიციარი

    რეგიონულ დონეზე ჩატარებული სპორტული შეჯიბრებები პროექტით განსაზღვრულ სახეობებში

    სარეგისტრაციო ფორმები

    ფინალურ შეჯიბრებებში ჩართულია 288 მოზარდი

    ანაკლიის მომავლის ბანაკის ტერიტორიაზე

    ჩატარებული ფინალური შეჯიბრებები

    ანაკლიის ბანაკის საგზურების რაოდენობა

    ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, რესურცენტრების და სკოლების ჩართულობის ხარისხის გაზრდილია

    დაინტერესების გაზრდა,  მასობრივი საინფორმაციო კამპანიის წარმოება მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში

    მათი ჩართულობის დონე ადგილობრივ შესარჩევ ტურნირზე, ახალგაზრდების ინფორმირებულობის შემოწმება პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით

  • CYNC ქსელი

    ბენეფიციართა ასაკი: 14 – 29
    თბილისი, რეგიონები

     

    პროექტის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდებისგან  საინიციატივო ჯგუფების შექმნა და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა  სამოქალაქო აქტივობების ციკლებში.

    პროექტის ფარგლებში შექმნილი ქსელი ხელს შეუწყობს:

    1. მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ახალგაზრდული ქსელის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართულობას ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც უშუალოდ ახალგაზრდული თემის საჭიროებებს ეხება.

    2. უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრთან“ თანამშრომლობით  განახორციელებს „ახალგაზრდული ფესტივალის“  პროგრამის კომპონენტებს რეგიონებში.

    3. ქსელი მოიცავს არაფორმალურად საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მცირე მონაცემთა შეგროვების აქტივობებსაც, მათ შორის 2018 წელი დაეთმობა საქართველოს მასშტაბით ,,NEET” - ების  სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ რეგიონებში შესაბამის საჭროებებზე მორგებული სერვისების განხორციელებას. საინიციატივო ჯგუფები, ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, რაც საბოლოოდ ახალგაზრდულ საქმიანობას სათემო დონეზე საჭიროებებზე მორგებულ გახდის.


    პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

    აღწერილობით ნაწილი/შედეგების ჯაჭვი

    ობიექტურად

    გადასამოწმებელი ინდიკატორები

    გადამოწმების გზები

    პროექტის ბენეფიციარ ახალგაზრდებში ამაღლებულია საზოგადოებრივი ცნობიერების დონე

    პროექტით გათვალისწინებული ყველა განხორციელებული აქტივობა ადგილობრივ დონეზე

                  აქტივობების

    შეფასების კითხვარები

                  ონლაინ, ბეჭდურ და სატელევიზიო მასალების ლინკები

                  განხორციელებული

    პროექტების შედეგების შეფასების ფორმები

    არსებობს თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკა ადგილობრივ ახალგაზრდულ თემებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფებს შორის

            მოსწავლეთა პროექტების

    მოსმენა და  შეფასება საკრებულოსა და თვითმმართველობის ორგანოებში

            ადგილობრივი

    თვითმმართველობის მიერ მოსწავლეებისათვის მხარდაჭერილი/დაფინანსებული

    პროექტები (ყოველი პრიორიტეტული მიმართულებით:

    ახალგაზრდობა, ადამიანის

    უფლებები, სპორტი, გარემო და სხვა;)

            ადგილობრივი

    თვითმართველობების სხდომებზე  საინიტიციატივო ჯგუფების მიერ გატანილი საკითხები/ინიციატივები

           პროექტების მოსმენისა

    და შეფასების ოქმები             დაფინანსებული

    პროექტების რაოდენობა          შეხვედრის ოქმები

    გაიზარდა ცენტრის პროექტებში ჩართულობის მაჩვენებელი რეგიონებიდან

    გაუმჯობესებულია ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმი რეგიონებსა და თბილისს შორის

    პროექტებში მომართვიანობის გაზრდა რეგიონებში

    შეიქმნა ქსელური მუშაობის პრეცედენტი

     

    გაუმჯობესებულია და ეფექტურია კომუნიკაცია

    ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა ინფორმაციის გავრცელებისა პროექტების განხორციელების პროცესში

    განსაზღვრულია ახალგაზრდული საჭიროებები  რეგიონულ ჭრილში

    განახლებულია ,,NEET” - ების ერთიანი ბაზა

    შეგროვილი ინფორმაცია და მისი ანალიზი, ანგარიშის ფორმა

  • ნორჩ მაშველთა კლუბი

    სამიზნე ჯგუფი: 14-16 წლის მოსწავლეები
    საქართველო

     

    პროექტის მონაწილეები შეირჩევიან ფიზიკური ნორმატივების  საფუძველზე და პროექტის ფარგლებში გადიან ფიზიკურ მომზადებას სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე. აქტივობები მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგებსა და სახანძრო-სამაშველო სპორტულ ვარჯიშებს. 

    გადამზადებული ბენეფიციარებიდან საუკეთესო 14 მოსწავლე მიემგზავრება აზერბაიჯანსა და ბელორუსიაში საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად. ტურნირი ორი კომპონენტისგან შედგება და მოიცავს როგორც სპორტულ, ისე კულტურულ აქტივობებს. სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის  ეროვნული ცენტრი“ უზრუნველყოფს ბენეფიციარების კულტურული ღონისძიებებისთვის მომზადებას, ტურნირებში გამგზავრებას და სხვა საჭირო რესურსებით მხარდაჭერას. 

     

  • მომავლის ბანაკი ანაკლიაში

    სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები
    ანაკლია, ზუგდიდის მუნიციპალიტეი

     

     

    პროგრამა „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. 

    პირველი საბანაკე დღე მთლიანად ეთმობა გუნდების გაცნობისა და დამეგობრების აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა თემის წარმომადგენელი მოზარდების ინტეგრაციისა             და       შემდგომი     საბანაკე         აქტივობების/ღონისძიებების      ეფექტიანად განხორციელებისათვის. 

    საბანაკე პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს საშუალება აქვთ ჩაერთონ სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც მოიცავს სპორტის რამდენიმე სახეობას: ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი. 

    ბანაკის თემატური დღეები დატვირთულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით, როგორებიც არის ბანაკის მონაწილეების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, გუნდების მიერ მომზადებული კოსტიუმირებული წარმოდგენა, სხვადასხვა საბანაკე თამაშები და ა.შ. 

    მონაწილეები დღის პირველ ნახევარში ესწრებიან ტრენინგებს/საინფორმაციო შეხვედრებს (ეკოლოგია, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გენდერი,  თავდაცვა და უსაფრთხოება და ა.შ.), რომლებიც შეესაბამება ბანაკის ბენეფიციართა ასაკობრივ კატეგორიას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტივობის მომზადების პროცესში, ლიდერებთან ერთად სრულად არიან  ჩართული ბანაკის მონაწილეები.

    ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათსაქართველოს ყველა რეგიონიდან, საჯარო სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების (წარჩინებული) მქონე 14-18 წლის მოსწავლეებს (სკოლიდან ერთი ძირითადი და/ან ერთი სარეზერვო მონაწილე). სკოლაში რამდენიმე წარჩინებული მოსწავლის შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების, გამყოფი ხაზის სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს.

    ერთი ნაკადის განმავლობაში, საბანაკე ბაზაზე ერთდროულად შესაძლებელია 288 ბენეფიციარის მიღება და საბანაკე აქტივობებში ჩართვა. მონაწილეები ნაწილდებიან 12 გუნდად (ერთ გუნდში 24 მონაწილე) და განაწილების დროს დაცულია სქესთა ბალანსი. თითო გუნდს ჰყავს 2 ლიდერი (გოგონა და ვაჟი), რომლებიც მთელი ნაკადის განმავლობაში ინტენსიურად არიან ჩართული საბანაკე პროგრამის განხორციელების პროცესში. 

  • მომავლის ბანაკი შაორში

    სამიზნე ჯგუფი: 18-25 წლის ახალგაზრდები
    შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

     

    პროგრამა „მომავლის ბანაკი“ შაორში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 5 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. 

    პირველი საბანაკე დღე მთლიანად ეთმობა გუნდების გაცნობისა და დამეგობრების აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა თემის წარმომადგენელი ახალგაზრდების ერთმანეთთან ინტეგრაციისა და შემდგომი საბანაკე აქტივობების/ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის. 

    დღის პირველ ნახევარში, მონაწილეები ესწრებიან ტრენინგებს/საინფორმაციო შეხვედრებს, რომლებიც შეესაბამება მათ ინტერესებს და საჭიროებებს. 

    საბანაკე პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ტურნირში, რომელიც მოიცავს სპორტის რამდენიმე სახეობას: ფეხბურთი, ფრენბურთი, დოჯბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი. 

    ბანაკის თემატური დღეები დატვირთულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით, ყველა აქტივობის მომზადების პროცესში, ლიდერებთან ერთად სრულად არიან  ჩართული ბანაკის მონაწილეები.

    ერთი ნაკადის         განმავლობაში,        ბანაკში          დაისვენებს 132      მონაწილე, რომლებიცგადანაწილდებიან გუნდებად (ერთ გუნდში 22 მონაწილე). განაწილების დროს დაცულია სქესთა ბალანსი. თითო გუნდს ჰყავს 2 ლიდერი (გოგონა და ვაჟი), რომლებიც მთელი ნაკადის განმავლობაში ინტენსიურად არიან ჩართული საბანაკე პროგრამის განხორციელების პროცესში. 

  • სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი

    სამიზნე ჯგუფი: 12-16 წლის მოსწავლეები
    მანავი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

     

    „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ პროგრამა მოიცავს სპორტულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 დღისგან შედგება. დღის პირველი ნახევარი დაეთმობა სპორტულ ტურნირებს, ხოლო მეორე ნახევარი დატვირთული იქნება სხვადასხვა საბანაკე თამაშებით. პირველი საბანაკე დღე მთლიანად ეთმობა გუნდების გაცნობისა და დამეგობრების აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა თემის წარმომადგენელი მოზარდების ერთმანეთთან ინტეგრაციისა და შემდგომი საბანაკე ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის. 

    მონაწილეები იქნებიან საქართველოს მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების 12-16 წლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სპორტულ, ისე შემოქმედებით აქტივობებში. 

    ერთი ნაკადის განმავლობაში, საბანაკე ბაზაზე ერთდროულად შესაძლებელია 132 ბენეფიციარის მიღება და საბანაკე აქტივობებში ჩართვა. მონაწილეები ნაწილდებიან 6 გუნდად (ერთ გუნდში 22 მონაწილე) და განაწილების დროს დაცულია სქესთა ბალანსი. თითო გუნდს ჰყავს 2 ლიდერი (გოგონა და ვაჟი), რომლებიც მთელი ნაკადის განმავლობაში ინტენსიურად არიან ჩართული საბანაკე პროგრამის განხორციელების პროცესში. 

  • საერთაშორისო ევროპული ბანაკი

    სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის ახალგაზრდები.
    საქართველო

     

    საბანაკე პროგრამის მეთოდოლოგია დაეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

    ბანაკის იდეა მდგომარეობს კულტურათაშორისი მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობასა და ევროკავშირის ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. მონაწილეებიასევე გაეცნობიან და განავითარებენ 6 ძირითად კომპეტენციას, რომლებსაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანისთვის ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში.

    ბანაკი მონაწილეებს შესთავაზებს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სესიებს ახალგაზრდული მუშაობის სხვადასხვა სფეროებში. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ ახალგაზრდული აქტივობის პრაქტიკა. ბანაკის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ საპროექტო წინადადებებს თანატოლგანმანათლებლობის პრონციპების გათვალისწინებით, რომლებიც განხორციელებული იქნება მათ რეგიონში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით. 

    მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობები, მათ შორის: მინიფეხბურთი, ფრენბურთი, სამაგიდე ჩოგბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, დარტსი, ფრისბი და ბადმინტონი. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ივარჯიშონ და შეეჯიბრონ ერთმანეთს გუნდებში და ინდივიდუალურად.

     

  • რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი

    სამიზნე ჯგუფი: 13-18 წლის მოსწავლეები
    ქუთაისი

     

    პროგრამა მოიცავს სპორტულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 დღისგან შედგება. დღის პირველი ნახევარი დაეთმობა სპორტულ ტურნირებს, ხოლო მეორე ნახევარი დატვირთული იქნება სხვადასხვა საბანაკე თამაშებით. პირველი საბანაკე დღე მთლიანად ეთმობა გუნდების გაცნობისა და დამეგობრების აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა თემის წარმომადგენელი   მოზარდების ერთმანეთთან ინტეგრაციისა და შემდგომი საბანაკე ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის. 

    მონაწილეები იქნებიან საქართველოს საჯარო სკოლების 13-18 წლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სპორტულ, ისე შემოქმედებით აქტივობებში. 

    ერთი ნაკადის განმავლობაში, საბანაკე ბაზაზე ერთდროულად შესაძლებელია 288 ბენეფიციარის მიღება და საბანაკე აქტივობებში ჩართვა. მონაწილეები ნაწილდებიან 12 გუნდად (ერთ გუნდში 24 მონაწილე) და განაწილების დროს დაცულია სქესთა ბალანსი. თითო გუნდს ჰყავს 2 ლიდერი (გოგონა და ვაჟი), რომლებიც მთელი ნაკადის განმავლობაში ინტენსიურად არიან ჩართული საბანაკე პროგრამის განხორციელების პროცესში. 

     

  • თავგადასავალი 2018

    სამიზნე ჯგუფი: 8-25 წლის ახალგაზრდები
    ბოლნისი, ფოლადაური

     

    ბანაკი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობას, მსოფლიო სკაუტური მეთოდის გამოყენებით. საბანაკე პროგრამა 6 დღისგან შედგება და საბანაკე პერიოდში თითოეული მონაწილე  გაატარებს დროს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, მათ ექნებათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. 

    ბანაკის პროგრამით დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, თითოეული აქტივობის განხორციელებისას გამოიყენება სკაუტური მეთოდი, რომელიც აპრობირებულია მსოფლიო მოძრაობის მიერ და არის უნიკალური. აქტივობები მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ნაწილს. იგეგმება ისეთი ტრენინგების განხორციელება როგორიცაა ლიდერობა, ჯგუფური მუშაობა, ინკლუზია, დისკრიმინაცია და ტოლერანტობა და ა.შ. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სკაუტური აქტივობები: პიონერინგი, ორიენტირება, თვითგადარჩენა, ლაშქრობის დაგეგმვა და სხვა. მონაწილეები თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, ბანაკის განმავლობაში ადგილზევე შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. 

    ერთ ნაკადზე ბანაკში მონაწილეობას მიიღებს ერთდროულად 400 ბენეფიციარი.

     

  • სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი

    სამიზნე ჯგუფი: 11-14 წლის მოსწავლეები
    დაბა ბაკურიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

     

    „სამთო-სათხილამურო ბანაკის“ მონაწილეები იქნებიან საქართველოს საჯარო სკოლების 11-14 წლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სპორტულ, ისე შემოქმედებით აქტივობებში. 

    ერთი ნაკადის განმავლობაში ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 400 მოსწავლე. 

    ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგით ხორციელდება და მოიცავს სპორტულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებს.საბანაკე პროგრამა 7 დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. დღის პირველი ნახევარი ეთმობა სათხილამურო სრიალს, ხოლო მეორე ნახევარი დატვირთულია სხვადასხვა საბანაკე თამაშებით.