ანაკლიისა და შაორის „მომავლის ბანაკი“ პირველი ნაკადის მისაღებად მზად არის

ანაკლიისა და შაორის „მომავლის ბანაკი“ პირველი ნაკადის მისაღებად მზად არის. ადგილზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა, გიგა გებელაიამ ბანაკების კეთილმოწყობა და მოზარდებისთვის შექმნილი გარემო პირადად დაათვალიერა.
ანაკლიის მომავლის ბანაკი 17 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება. სკოლის მოსწავლეები თანატოლებთან ერთად ზღვისპირეთში 8 დღეს გაატარებენ.
შაორის ბანაკი სტუდენტებს 21 ივლისიდან მიიღებს. თითო ნაკადი რაჭის ულამაზეს ტერიტორიაზე 4 საინტერესო დღეს გაატარებს.

This slideshow requires JavaScript.