ანაკლიის „მომავლის ბანაკს” განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესტუმრა.

ანაკლიის „მომავლის ბანაკს” განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესტუმრა. მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და ცენტრის უფროსის მოადგილემ ზურაბ ცოფურაშვილმა უმასპინძლეს. ინფრასტრუქტურის დაათვალიერების შემდეგ, მინისტრი ახალგაზრდებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე გაესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. „მომავლის ბანაკი“ მოზარდების მერვე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკში საღამოს ღონისძიება სპორტული ოლიმპიადის გახსნას დაეთმო, მოაწილეებმა სხვადასხვა ქვეყანა წარმოადგინეს და ოლიმპიური ცეცხლი აანთეს. ღონისძიების დასრულების შემდგომ მინისტრმა და ბავშვებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. „ ვულოცავ ჩვენს სამშობლოს, რომ 2300ზე მეტმა ბავშვმა შეძლო ასეთ არაჩვეულებრივ პროგრამაში მონაწილეობის მიღება. მსგავსი ბანაკი უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მეტი.მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ასეთი შესანიშნავი პროგრამისთვის.“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.