ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ პროექტ „cync სპორტი ბარიერების გარეშე“ ფინალისტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ პროექტ „cync სპორტი ბარიერების გარეშე“ ფინალისტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდნენ .ფინალური შეჯიბრი სპორტის 4 სახეობაში-მინიფეხბურთში, კალათბურთში 3X3, ჭადრაკსა და სპრინტში მიმდინარეობდა.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ დააჯილდოვეს, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდებს მედლები და თასები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა გადასცეს. საღამოს ღონისძიება სხვადასხვა მუსიკალური ნომრით გაგრძელდა, სადაც მოზარდებმა საქართველოს კუთხეები წარმოადგინეს.

ტურნირის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ყველა რეგიონში მუნიციპალურ დონეზე ჩატარდა, რომელშიც 14-16 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები მონაწილეობდნენ.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდების სპორტში მასობრივი ჩართულობა ,ინკლუზიური სპორტის მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.