ანაკლიის „მომავლის ბანაკს“ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ესტუმრა

ანაკლიის „მომავლის ბანაკს“ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ესტუმრა. პრეზიდენტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ უმასპინძლეს.
ინფრასტრუქტურის დაათვალიერების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი ბანაკის მონაწილეებს შეხვდა, მოზარდებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

This slideshow requires JavaScript.