აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

31 მარტს  ცენტრის ბაზაზე არსებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზში „სახალისო სპორტული შეჯიბრი“ ჩატარდა, რომელშიც ცენტრის დარბაზის ბენეფიციარებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და გარდამავალი თასით დაჯილდოვდნენ.

2 აპრილს შრომითი რეზერვების სასახლის სპორტულ დარბაზში 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ჭიდაობა-რკენაში , რომელშიც „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან“ არსებული ხრიდოლის დარბაზის ბენეფიციარები იღებდნენ მონაწილეობას.
3 აპრილს  პროექტის ,,ცვლილებები თანასწორობისთვის“ ფარგლებში  პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანს მოსწავლეებში შშმ პირთა მიმართ არსებული დამოკიდებულებისა და შეხედულების შესახებ ინფორმციის გაცვლა-გამოცვლა წარმოადგენდა.