ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. ღონისძიებების დასკვნით ეტაპზე ცენტრის თანამშრომლებმა ქ.თბილისის სკოლების თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, ბავშვთა უფლებების შესახებ შეხვედრა/ტრენინგი გამართეს.
კვირეული 30 მაისიდან – 2 ივნისის ჩათვლით ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, მათ შორის: ცენტრის ბენეფიციარებისა და დასი ,,მიმოსვლის“ მსვლელობა და კოსიტიუმირებული შოუ, ასევე აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდების შემოქმედებითი ცენტრის ბენდის ,,ოცნება“ კონცერტი ჩატარდა. ამავე საღამოს მოზარდებმა ცეცხლოვანი ფრანები გაუშვეს. მომდევნო დღეებში პროექტის „თავისუფალი სივრცე“ ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა, ტექინოვაციების სპეციალისტმა ნინუცა ნანიტაშვილმა მოზარდებთან წარმატებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე მასტერკლასი გამართა. საღამოს კი სსიპ „აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდების შემოქმედებითი ცენტრის“ საესტრადო განყოფილება პირველი კონცერტით წარსდგა.

ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული