ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს ლიტვის რესპუბლიკის საოჯახო და საზოგადოებრივი დეპარტამენტის დირექტორი, სოციალური დაცვისა და შრომის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ესტუმრნენ.
სტუმრებს მიესალმა და სიტყვით მიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ. შეხვედრაზე ცენტრის თანამშრომლება ფატი მუმლაძემ და თამთა ხუციშვილმა ცენტრის საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარმოადგინეს.
ცენტრის უფროსმა და შეზღუდული შესაძლებლობის, იძულებით გადაადგილებული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა და ადაპტირებული გარემო დაათვლიერებინეს. პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსმა თეა ყიფშიძემ მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ლიტვის რესპუბლიკის წარმომადგენლები საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს შორის ახალგაზრდობის სფეროში გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში იმყოფებიან.