ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ხრიდოლის პირველი ტურნირი ჩატარდა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ხრიდოლის პირველი ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ცენტრის ბაზაზე მოვარჯიშე ბენეფიციარებმა მიიღეს. გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიასა და ასაკში გამოვლინდნენ. ხრიდოლის ტურნირში გამარჯვებული მოზარდები საბრძოლო ხელოვნების საქართველოს ჩემპიონმა კემპო კარატეში და ნიუ იორკის „RING OF COMBAT 54“ გამარჯვებულმა გურამ მესტვირიშვილმა დააჯილდოვა. ტურნირში 17 პირველი, 14 მეორე და 4 მესამე ადგილის მფლობელი გამოვლინდა.