ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ლაგოდეხში ინკლუზიური ეკობანაკი გაიხსნა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ლაგოდეხში ინკლუზიური ეკობანაკი გაიხსნა!
ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ თანასწორგანმანათლებლობის იდეით გაერთიანებულ 14-16 წლის 21 ახალგაზრდას მასპინძლობს.
ქვეპროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული თემებით დაინტერესებული ახალგაზრდების არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვასა და წახალისებას.
ქვეპროექტი მოიცავს შემდეგ თემებს:
• აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, გუნდის მშენებლობა, თანატოლთა განათლება;
• საქართველოს დაცული ტერიტორიები;
• ნარჩენების მართვა;
• ბუნებრივი კატასტროფები და კლიმატის ცვლილებები;
• საველე პირობებში მოქცევის წესები, ექსტრემალურ სიტუაციებში თვითმობილიზება;
ტრენინგის გარდა, ქვეპროექტი ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიებზე პრაქტიკულ / საველე გასვლებს, ფილმის ჩვენებას და განხილვას, ჯგუფური სავარჯიშოების შესრულებას, დასუფთავებისა და გამწვანების ღონისძიებებს და გასართობ კომპონენტს.

პროექტის განხორციელებაში ჩართული უწყებები:

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი;

სსიპ დაცული ტერიტორიები სააგენტო;

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი;

ტოლერანტობის,სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარაჭერის პროგრამა „PITA“.