„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ხატვის მოყვარულ ახალგაზრდებს გიწვევთ „არტკლუბში“

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ 14-დან – 25 წლამდე ხატვის მოყვარულ ახალგაზრდებს გიწვევთ „არტკლუბში“.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ ხატვა ინკლუზიურ ჯგუფებში და გაატაროთ სამი თვე საინტერესო და შემეცნებით გარემოში.

ჯგუფური მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ ორ ასაკობრივ ჯგუფში:
14-18 წლამდე ახალგაზრდები – სამშაბათი/ხუთშაბათი 15:00 -16:00 სთ;
18-25 წლამდე ახალგაზრდები – სამშაბათი/ხუთშაბათი 17:00 -18:00 სთ;
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 76ბ.

იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

მსურველებმა მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელ. ნომერი გამოგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: tchrelashvili@cync.ge

ტელ. ნომერი: 574 40 53 50 ან 32 300 203 (120)

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 მარტი.
მონაწილეობა უფასოა.