ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 8-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს გიწვევთ პროექტში „სახელობო წრეები“

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 8-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს გიწვევთ პროექტში „სახელობო წრეები“ .
მოზარდებს 2 თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ჩხირებით ქსოვა, ჯვრული ქარგვა, ტიხრულ მინანქარზე და თექაზე მუშაობა.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომელთა ასაკი განისაზღვრება სასურველი მიმართულების მიხედვით:
• ჯვრული ქარგვისა და ჩხირებით ქსოვის შესწავლა – 8-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისათვის;
• თექაზე მუშაობის შესწავლა – 10-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისათვის;
• მინანქარზე მუშაობა – 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისათვის;

ჯგუფური მეცადინეობა ჩატარდება:
ორშაბათი-სამშაბათი- მინანქარი -17:00-19:00 სთ
ოთხშაბათი- ქსოვა -16:30-19:00 სთ
ხუთშაბათი-თექა – 16:30-19:30 სთ
პარასკევი- ქარგვა – 17:00-19:00 სთ

პროექტ „სახელობო წრეებში“ მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი მონაცემები:
 სახელი და გვარი;
 სასწავლებლის დასახელება;
 ასაკი;
 ტელეფონის ნომერი;
 სამოტივაციო წერილი;

მეილის გამოგზავნისას აუცილებელია მონაწილემ სასურველი მიმართულება მიუთითოს სათაურის ველში;
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 11 აპრილი.
ელ-ფოსტა : egeradze@cync.ge ელისო გერაძე
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 76ბ; ტელ.: 322 30 02 03; მობ. : 574 403309