ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია ოფიციალური ვიზიტით ბელორუსში იმყოფებიან

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია ოფიციალური ვიზიტით ბელორუსში იმყოფებიან , სადაც ახალგაზრდა მაშველ – მეხანძრეთა მე -20 რესპუბლიკური შეკრების მეთოდურ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, მათ, ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამოქალაქო დაცვის უნივერსიტეტი მოინახულეს, სადაც სასწავლო აუდიტორიები და საინფორმაციო ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და კურსანტების ყოფით პირობებს გაეცნენ.