ბაზალეთში საერთაშორისო ბანაკი “Connecting Youth Through Art: EU-EaP Summer Camp 2017“ საზეიმოდ დაიხურა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებითა და ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით, ბაზალეთში საერთაშორისო ბანაკი “Connecting Youth Through Art: EU-EaP Summer Camp 2017“ საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე-რევაზ ჯაველიძე , ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი – ბელა სარია , ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აპარატის მინისტრის პირველი მოადგილე – ბელა კოპალიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სტუმრებმა „ევროპული სოფელი“ მოინახულეს და სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და სამზარეულოს გაეცნენ . სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე ახალგაზრდები სტუმრების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ნომრით წარდგნენ. კონცერტის დასასრულს ბანაკის მონაწილეებმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჰიმნი შეასრულეს. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. საერთაშორისო ბანაკი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მასში 10 ქვეყნის 80 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საზაფხულო ბანაკი მიზნად ისახავს ინტერკულტურული მეგობრობის გაღრმავებას, არაფორმალური დიალოგისათვის პლატფორმის შექმნას და ევროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ბმული