ბაკურიანში „სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი“ გაიხსნა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბაკურიანში „სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი“ გაიხსნა. ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ ბანაკის მონაწილეები მოინახულა და მოზარდებს ნაყოფიერი დღეების გატარება უსურვა.
„სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი“ არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და სპორტულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს მოიცავს. წელს „სამთო – სათხილამურო სპორტული ბანაკი“ 3 ნაკადზე 11-14 წლის 1200-მდე მოსწავლეს უმასპინძლებს.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და არაფორმალური განათლების აქტივობებში მოსწავლეების ჩართვის ხელშეწყობა.

იხილეთ ბმული