გალერეა „სფუმატოში“ „ფანARTი 2016″-ის რჩეული მხატვრის, ნინო მიქაბერიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გალერეა „სფუმატოში“ „ფანARTი 2016″-ის რჩეული მხატვრის, ნინო მიქაბერიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც ტილოზე ოქროს ფირფიტებითა და შერეული ტექნიკით შესრულებული 40 -მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიება გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსმა თეა ყიფშიძემ, მხავტავრმა და „ფანARTის“ კონსულტანტმა ოლეგ ტიმჩენკომ და ფესტივალის რჩეულმა ნინო მიქაბერიძემ.
მრავალჟანრობრივი ფესტივალი „ფანARTი“ უკვე ოთხი წელია, რაც იმართება და ის ერთადერთი ფესტივალია, რომელიც ხელოვნების 10 დარგს აერთიანებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ამა თუ იმ დარგში აღიარებული ადამიანების კონსულტაციები (იმპროვიზირებული ან კლასიკური მუსიკა, როკი და ალტერნატივა, თეატრი, ჯაზი, კინო, სარეკლამო არტი, მოდა, ინტერიერის დიზაინი, მხატვრობა, ფოტოგრაფია, ლიტერატურა, ქანდაკება, სტენსილი, ფოლკლორი ) ამ ფესტივალს კიდევ უფრო მასშტაბურს ქმნის. ფესტივალი ხელს უწყობს 15-29 წლის ახალგაზრდების ნიჭის პოპულარიზაციასა და მათ წარმოჩენას. ყოველ წელს ფესტივალის კონსულტანტები, სპონსორები და ცენტრი, საკუთარ რჩეულებს ასახელებენ და მონაწილეებს სხვადასხვა საჩუქრით აჯილდოვებენ.
წელს მხატვრობის დარგში „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ რჩეული ნინო მიქაბერიძე გახდა, რომელსაც ცენტრმა პერსონალური გამოფენა მოუწყო.

 

იხილეთ ბმული