ეროვნული სამოსის დღე

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ფოიეში ფოტოგამოფენა მოეწყო. ღონისძიებას ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელმა ნინო დათუნაშვილმა 30-მდე ბენეფიციარს ტრადიცულ სამოსთან დაკავშირებით ვორქშოფი ჩაუტარა. მოზარდებს სამახსოვროდ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ბრენდირებული მაისურები და კალენდრები გადაეცათ.