„თავისუფალი სივრცე“

 

თუ ხარ 13 – დან 16 წლამდე!
თუ გინდა მიიღო არაფორმალური განათლება, გახდე აქტიური მოქალაქე და შეიძინო ახალი მეგობრები, მაშინ არ დატოვო უყურადღებოდ ეს ინფორმაცია!

პროექტი „თავისუფალი სივრცე“ გაძლევთ შანსს, გაიაროთ ტრენინგები შემდეგ თემებზე: აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, გუნდური მუშაობა, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, პროექტის წერა და მართვა.
ტრენინგებისა და ლექციების კურსის პარალელურად დაიწყება მუშაობა პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
თეორიულ ცოდნასთან ერთად შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ პრაქტიკულ აქტივობებში, როგორიცაა სასწავლო ტურები ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, მიიღოთ მონაწილეობა საინფორმაციო და მოხალისეობის პოპულარიზაციის კამპანიებში და ა.შ.

პროექტში ჩართულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მონაწილეობის მისაღებად თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სკოლა, კლასი, ასაკი, ტელ/მობ. ნომერი და ელ. ფოსტა) გამოაგზავნეთ მისამართზე: marina.kobakhidze@yahoo.com (აუცილებლად მიუთითეთ „თავისუფალი სივრცე“).
საკონტაქტო პირი: მარიკო კობახიძე
ტელ: 593 72 26 00 ან +995 32 300 203
პროექტში მონაწილეობა უფასოა!
მონაცემების გამოგზავნის ბოლო ვადა – 29 მაისი