„თემის ლიდერთა პროგრამა“

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ევროპის საინფორმაციო და საკონსულტაციო სააგენტოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს EUth-ის 2016 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ პროექტს – „თემის ლიდერთა პროგრამა“.

აღნიშნული პროექტი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის – „Horizon 2020“ –  ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.

პროექტის განხორციელებაში ჩართული 14-20 წლის ახალგაზრდები გამოიმუშავებენ  სამოქალაქო კომპეტენციებს, რათა შეძლონ საკუთარი საპროექტო წინადადებების ადვოკატირება და საზოგადოებისთვის წარდგენა ელექტრონული პლათფორმის – OPIN-ის მეშვეობით.

პროექტი „თემის ლიდერთა პროგრამა“ სამ ძირითად ეტაპად იყოფა:

  • პირველ ეტაპზე მონაწილეები სასწავლო კურსის ფარგლებში შეიძენენ ჩართულობისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას;
  • მეორე ეტაპზე ახალგაზრდები შეიმუშავებენ პროექტებს და მხარდაჭერის მოსაპოვებლად გაავრცელებენ ინფორმაციას თემში;
  • მესამე ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით ახალგაზრდები შეუდგებიან საკუთარი იდეების განხორციელებას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები გაივლიან ონლაინ რეგისტრაციასა და გასაუბრებას.

სიახლეების გასაცნობად ეწვიეთ: www.cync.ge და https://www.facebook.com/cync.ge.

 

აპლიკაციის ფორმა