ინკლუზიური პროექტი „არტიშოკი“ აცხადებს მონაწილეთა მიღებას!

თუ ხარ 14-29 წლამდე, გინდა იყო აქტიური, გსურს პიროვნული წინსვლა და გაქვს თეატრალური მონაცემები, მაშინ ინკლუზიური პროექტი „არტიშოკი“ შენთვისაა!
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საშუალებას გაძლევთ საფუძვლიანად დაეუფლოთ:
• მსახიობის ოსტატობას;
• სასცენო მოძრაობას;
• ცეკვის ოსტატობას;
• რიტმს;
• მხატვრულ კითხვას;
• მეტყველების კულტურას;
• აკრობატიკას;
• პლასტიკის ენას;
ექვსთვიანი სწავლების შემდეგ პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ სპექტაკლი ფართო საზოგადოების წანაშე.
პროექტის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 21 მაისამდე თქვენი პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელ/მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ შემდეგ
ელ-ფოსტაზე: nokitashvili@cync.ge

მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 76 ბ.
საკონტაქტო პირი: ნათია ოქიტაშვილი – პროექტის კოორდინატორი.
ქალაქის ტელ: 2 30 02 03 (123).
ელ-ფოსტა nokitashvili@cync.ge