„არტიშოკი“ მოძრაობის თეატრის სცენაზე

მოძრაობის თეატრში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერა „ჩვენ აქ აღარ ვცხოვრობთ“ გაიმართა.
წარმოდგენას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ცენტრის პროგრამების სამსახურის უფროსი ბელა სარია და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპექტაკლი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის „არტიშოკი“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიც იყო თეატრალური საქმიანობით სამოქალაქო
თვითშეგნების ამაღლება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდების გააქტიურება საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათი გახალისება, განათლება და ადაპტაცია, რათა დაინგრეს სტიგმები, რომლებიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში.
სპექტაკლის დაწყებამდე ფოიეში ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
დღევანდელი საღამოს მხარდამჭერი გახლდათ ასოციაცია „მაკლეინი ბავშვებისთვის“.

იხილეთ ფოტო გალერეა