„კარიერული განვითარების კლუბი“

 

 თუ ხართ 18-25 წლის და სწავლობთ ნებისმიერ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფლობთ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე და გსურთ გაიუმჯობესოთ დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გიწვევთ „კარიერული განვითარების კლუბში“.

ინგლისურენოვანი თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი გაძლევთ  შესაძლებლობას დაეუფლოთ: სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს წერას,  პრეზენტაციისა და წარდგენის უნარებს, საჯარო გამოსვლის ხელოვნებას, გუნდურ მუშაობასა და პოზიტიური ლიდერის უნარ-ჩვევებს.

სასწავლო კურსი უფასოა!

მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfyHU8H4kWBh6Enp7bqpATXAz5wNKROWAfPctv9GIjpZWZKRw/viewform

საკონტაქტო ნომერი:  599859126

ელ- ფოსტა: mzurabishvili@cync.ge

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა:  15  აპრილი

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების მეშვეობით.

 

  • კურსის ხანგრძლივობა : 2 თვის განმავლობაში 16 შეხვედრა, კვირაში 2 დღე;

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი.

  • კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
  • კურსის დასრულების შემდეგ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი წარმატებულ მონაწილეებს მხარს დაუჭერს პარტნიორ კომპანიებში არსებული ვაკანსიების მოძიებაში.