ლაგოდეხის ინკლუზიურ ეკობანაკს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია და ცენტრის თანამშრომლები ესტუმრნენ

ლაგოდეხის ინკლუზიურ ეკობანაკს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია და ცენტრის თანამშრომლები ესტუმრნენ.
ცენტრის უფროსი ეკობანაკელებს მიესალმა, სასიამოვნო დასვენება უსურვა და მათთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
დღის ბოლოს მოზარდებმა ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ინკლუზიური ეკობანაკი ლაგოდეხში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება , რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული, თანასწორგანმანათლებლობის იდეით გაერთიანებული 14-16 წლის 21 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.
ქვეპროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული თემებით დაინტერესებული ახალგაზრდების არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვასა და წახალისებას.