ლექცია-ტრენინგი არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში

დღეს, სასჯელაღსრულების N 11-ე არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის ,,ცვლილებები თანასწორობისათვის“ ფარგლებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ლექცია-ტრენინგი ჩაუტარდათ. ასევე, მოეწყო ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრის, ცისანა ბაღდავაძის ნახატების გამოფენა.

ღონისძიებას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორი ალექსი ლაშიაშვილი, ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობის, იძულებით გადაადგილებული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორის მოადგილე ხათუნა ჯაპავა ესწრებოდნენ.

აღნიშნული შეხვედრებით მოზარდებს გამოუმუშვდებათ ის უნარ-ჩვევები, რომელიც შემდგომ მათ დაეხმარებათ შშმ პირებთან ურთიერთობასა და იმ სტიგმის დაძლევაში, რომ მოწყვლადი პირები წარმოადგენენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, რომელთაც აქვთ უფლება სხვა ადამიანების მსგავსად განვითარდნენ, ჩაერთონ სამოქალაქო საქმიანობებში და იზრუნონ საკუთარი პიროვნული განვითარებისათვის.