მარკ ტვენის „ტომ სოიერი“

ბავშვობაშიც და ახლაც იშვიათად წამიკითხავს წიგნი ორჯერ. დავამთავრებდი, გადავდებდი და მორჩა, მეორედ თითქმის აღარასოდეს ვუბრუნდებოდი.

აი ტომ სოიერი კი სულ სხვაა. ესაა თავისუფლების, სილაღისა და გულწრფელობის  ფოიერვერკი…

კითხულობ ღიმილით, თავისულფად. მასთან ერთად ეძებ ფათერაკებსა და თავგადასავლებს…  დაასრულებ რომელიმე თავს და აღმოაჩენ, რომ ტომი შენი კუმირი ხდება…

ის ფრიადოსანი მოსწავლე არამც და არამც არ არის, მაგრამ ყველაზე მაგარი ბიჭია ვისზეც კი გვსმენია… წაიკითხავ ამ წიგნს და მიხვდები, რომ ტომ სოიერი შენ აღარასოდეს დაგტოვებს… მთელი ცხოვრება.

ეს არის გენიალური მარკ ტვენი