1.პროექტი – გამაჯანსაღებელი დარბაზი შშმ პირთათვის 

ბენეფიციართა ასაკი და რაოდენობა: 14 – 29 წლის 150 ბენეფიციარი;

განხორციელების ადგილი: თბილისი,  „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“.

პროექტის მიზანი:

შშმ პირთა ჩართვა სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებში, მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალიზაციის ხელშეწყობა.

პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

აღწერილობითი ნაწილი/შედეგების ჯაჭვი ობიექტურად

გადასამოწმებელი ინდიკატორები

გადამოწმების გზები
გაზრდილია სპორტულ აქტივობებში ჩართვით შშმ პირთა სოციალიზაციის დონე მონაწილეთა სისტემატიური დასწრების მაღალი მაჩვენელები კითხვარები და პრეტესტები
ბენეფიციართა ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღება ბენეფიციართა ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების მაჩვენებელი მშობლის/მეურვისა და ტრენერის ერთობლივი კითხვარები

 

 

2.პროექტი – სპორტული წრეები (უშუ, ხრიდოლი)

ბენეფიციართა ასაკი და სავარაუდო რაოდენობა: 6 – 20 წლის 300 ბენეფიციარი;

განხორციელების ადგილი: თბილისი, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“.

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და დანერგვა, ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნების (ხრიდოლი) პოპულარიზება მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ მოზარდებს შორის.

აღნიშნული პროექტი  განხორციელდება ინკლუზიური პრინციპების დაცვით ცენტრში არსებული ინფრასტუქტურის ბაზაზე. პროექტის მონაწილეები, რომლებიც გამოირჩევიან ტურნირებში გამარჯვებებით,        საჩვენებელ    შეჯიბრებებს გამართავენ     „მომავლის     ბანაკში“,         რითიც პოპულარიზაციას გაუწევენ სპორტის აღნიშნულ სახეობებს და ამ სერვისს ცენტრის ბაზაზე.

პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო: 

აღწერილობით ნაწილი/შედეგების ჯაჭვი ობიექტურად

გადასამოწმებელი ინდიკატორები

გადამოწმების გზები
გაზრდილია ბენეფიციარების ჩართულობის დონე სპორტულ აქტივობებში ბენეფიციართა ჩართულობა და მიღწეული შედეგები ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე •              ტურნირებში

წარმატებები მაჩვენებელი

•              წინა შედეგის გაუმჯობესების მაჩვენებელი

გაზრდილია ბენეფიციარების მიღწევები

ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე

ბენეფიციართა სოციალიზაციის ხარისხის მაჩვენებელი ტრენერების, ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების კითხვარები
სპორტული აქტივობები განხორციელდა ინკლუზიური პრინციპების დაცვით ბენეფიციართა გუნდური უნარჩვევების მაჩვენებელი სარეგისტრაციო ფორმები

 

 

3. პროექტი – „არტიშოკი“

ბენეფიციართა ასაკი და რაოდენობა: 14 – 29 წლის 115 ბენეფიციარი;

განხორციელების ადგილი: თბილისი, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“,   სასჯელაღსრულების  N 3 და N 11 დაწესებულებები.

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია თეატრალური ხელოვნების  მეშვეობით სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების (არასრულწლოვანი და 14-29 წლის მსჯავრდებულები) რესოციალიზაცია და ასევე    შშმ ახალგაზრდების სოციუმში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ახალგაზრდების სახელოვნებო სფეროთი დაინეტერესება  და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულებების შეცვლა.

პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

აღწერილობით ნაწილი/შედეგების ჯაჭვი ობიექტურად

გადასამოწმებელი ინდიკატორები

გადამოწმების გზები
ჩამოყალიბდა 3 ინკლუზიური დასი შემოსული განაცხადების გახრდილი რაოდენობრივი მაჩვენებელი შემოსული აპლიკაციები და შევსებული დასწრების ფორმა
შერეული ჯგუფის ეფექტური ფუნქციონირება ჯგუფის მზაობა ინტენსიური

ვარჯიშებისა და რეპეტიციებისათვის

ჩატარებული რეპეტიციების რაოდენობა, დადგმული სპექტაკლი
ახალგაზრდებმა შეისწავლეს სამსახიობო ოსტატობა და შეიძინეს სხვადასხვა სასცენო უნარები მონაწილეების პლასტიკის ენის, სასცენო მოძრაობების, აკრობატიკის უნარების გაუმჯობესება/დახვეწა პროექტის კოორდინატორის მიერ დასის წევრების

ინდივიდუალური შეფასება

ჩატარებული  სპექტაკლები  და ჩვენებები რეგიონებში მუნიციპალიტეტებთან ეფექტური კომუნიკაცია სპექტაკლზე დასწრების მსურველთა რაოდენობა
მოწყვლადი ჯგუფების სოციუმში ინტეგრაცია გაუმჯობესებული ტრანსფერული და სასიცოცხლო უნარები ტესტები და კითხვარები

 

 

4.პროექტი – სახელობო წრეები (მინანქარი, თექა, ქსოვა)

ბენეფიციართა ასაკი და რაოდენობა: 8 – 29 წლის 100 ბენეფიციარი;

განხორციელების ადგილი: თბილისი

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია ინკლუზიურ ჯგუფში მოზარდებისათვის სხვადასხვა ტიპის პროფესიული ინტერესების გაღვივება; ინდივიდუალური და ჯგუფური შრომითი თერაპიის მეშვეობით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის რესოციალიზაციის პროცესის მართვა, საჭიროებისამებრ წვრილი მოტორული უნარების განვითარება და კონცენტრაციის უნარის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

აღწერილობით

ნაწილი/შედეგების ჯაჭვი

ობიექტურად

გადასამოწმებელი ინდიკატორები

გადამოწმების გზები
მონაწილეთა 20%-მა

გააგრძელა სწავლა პროფესიულ სასწავლებელში

გაიზარდა ინტერესი აღნიშნული პროფესიული დარგების მიმართ •              გადამისამართებული მონაწილეების რაოდენობა და გავლილი პროფესიული კურსები

•              სარეგისტრაციო ფორმები

მოეწყო შექმნილი ნამუშევრების გამოფენა •              მონაწილეების რაოდენობა

•              პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დარგში შექმნილი ნამუშევრები, გამოფენები

     გამოფენები
ამაღლდა მონაწილეთა სოციუმში ჩართულობის

ხარისხი

პროექტის ბენეფიციართა მონაწილეობის ხარისხი, ცენტრში მიმდინარე სხვა საგანმანათლებლოშემეცნებით პროექტებში •              სარეგისტრაციო ფორმები

•              ურთიერთშეფასების კითხვარი

 

 

5.პროექტი – CYNC სივრცე

ბენეფიციართა ასაკი : 6 – 29 წელი;

განხორციელების ადგილი: თბილისი, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“.

პროექტის მიზანი:

პროექტის       მიზანია          მუდმივი        განვითარების            ციკლებში       ჩართული             ახალგაზრდების        და ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა, მათთვის იმ რესურსების შეთავაზება, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას (სატრენინგო ციკლი – „თავისუფალი სივრცის“ ფარგლებში).

CYNC სივრცე ახალგაზრდებსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული, უსასყიდლო გარემოა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს სამუშაო, სასწავლო და საპრეზენტაციო სივრცეებს. ადაპტირებული ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საგანმანათლებლო და შემეცნებითი ინიციატივების რეალიზებას. სივრცე, რომელიც მორგებული იქნება 6 – 29 წლის ახალგაზრდების საჭიროებებზე, უზრუნველყოფილი იქნება ელექტრონული და ბეჭდვითი რესურსებით.

პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

აღწერილობით ნაწილი/შედეგების ჯაჭვი ობიექტურად

გადასამოწმებელი ინდიკატორები

გადამოწმების გზები
სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის ბიბლიოთეკის ხელმისაწვდომობის გაზრდა შექმნილია სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული წიგნადი და ელექტრონული ფონდი წიგნადი და ელექტრონული ფონდის რაოდენობა
CYNC სივრცით სარგებლობენ ახალგაზრდები და ახალგაზრდული ჯგუფები გაზრდილია CYNC სივრცის მოსარგებლეთა რაოდენობა ბიბლიოთეკის მოსარგებლეთა სარეგისტრაციო მასალები
CYNC სივრცით სარგებლობენ მცირემხედველი და უსინათლო პირები გაზრდილია მცირემხედველი და უსინათლო პირების მომართვიანობა ცენტრში აღნიშნული კონტიგენტის მოსარგებლეთა სარეგისტრაციო მასალები
მონაწილეთა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის დონის ამაღლება ბიბლიოთეკის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებში შეფასების ფორმები, მონაწილეთა მიერ მოხალისეობრივად განხორციელებული აქტივობები

 

 

6.პროექტი – CYNC ქსელი

ბენეფიციართა ასაკი 14 – 29;

განხორციელების ადგილი: თბილისი, რეგიონები

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდებისგან  საინიციატივო           ჯგუფების      შექმნა და       მათი    მონაწილეობის          უზრუნველყოფა             სამოქალაქო აქტივობების ციკლებში.

პროექტის ფარგლებში შექმნილი ქსელი ხელს შეუწყობს:

1. მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ახალგაზრდული ქსელის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართულობას ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში,                      რომელიც უშუალოდ ახალგაზრდული თემის საჭიროებებს ეხება.

2. უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრთანთანამშრომლობით განახორციელებს „ახალგაზრდული ფესტივალის“                       პროგრამის კომპონენტებს რეგიონებში.

3. ქსელი მოიცავს არაფორმალურად საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მცირე მონაცემთა შეგროვების აქტივობებსაც, მათ შორის 2018 წელი დაეთმობა საქართველოს მასშტაბით                    ,,NEET” – ების სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ რეგიონებში შესაბამის საჭროებებზე მორგებული სერვისების განხორციელებას.                                   საინიციატივო ჯგუფები, ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, რაც საბოლოოდ ახალგაზრდულ საქმიანობას სათემო                დონეზე საჭიროებებზე მორგებულ გახდის.

 პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

აღწერილობით ნაწილი/შედეგების ჯაჭვი ობიექტურად

გადასამოწმებელი ინდიკატორები

გადამოწმების გზები
პროექტის ბენეფიციარ ახალგაზრდებში ამაღლებულია საზოგადოებრივი ცნობიერების დონე პროექტით გათვალისწინებული ყველა განხორციელებული აქტივობა ადგილობრივ დონეზე •              აქტივობების

შეფასების კითხვარები

•              ონლაინ, ბეჭდურ და სატელევიზიო მასალების ლინკები

•              განხორციელებული

პროექტების შედეგების შეფასების ფორმები

არსებობს თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკა ადგილობრივ ახალგაზრდულ თემებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფებს შორის •        მოსწავლეთა პროექტების

მოსმენა და  შეფასება საკრებულოსა და თვითმმართველობის ორგანოებში

•        ადგილობრივი

თვითმმართველობის მიერ მოსწავლეებისათვის მხარდაჭერილი/დაფინანსებული

პროექტები (ყოველი პრიორიტეტული მიმართულებით:

ახალგაზრდობა, ადამიანის

უფლებები, სპორტი, გარემო და სხვა;)

•        ადგილობრივი

თვითმართველობების სხდომებზე  საინიტიციატივო ჯგუფების მიერ გატანილი საკითხები/ინიციატივები

       პროექტების მოსმენისა

და შეფასების ოქმები             დაფინანსებული

პროექტების რაოდენობა          შეხვედრის ოქმები

გაიზარდა ცენტრის პროექტებში ჩართულობის მაჩვენებელი რეგიონებიდან გაუმჯობესებულია ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმი რეგიონებსა და თბილისს შორის პროექტებში მომართვიანობის გაზრდა რეგიონებში
შეიქმნა ქსელური მუშაობის პრეცედენტი  

გაუმჯობესებულია და ეფექტურია კომუნიკაცია

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა ინფორმაციის გავრცელებისა პროექტების განხორციელების პროცესში
განსაზღვრულია ახალგაზრდული საჭიროებები  რეგიონულ ჭრილში განახლებულია ,,NEET” – ების ერთიანი ბაზა შეგროვილი ინფორმაცია და მისი ანალიზი, ანგარიშის ფორმა

 

 

8.პროექტი – „სპორტი ბარიერების გარეშე“

ბენეფიციართა საერთო სავარაუდო  რაოდენობა: 12-16 წლის 4000  ბენეფიციარი;

განხორციელების ადგილი: თბილისი, რეგიონები

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტისა პოპულარიზაციას, თავისუფალი   დროის ნაყოფიერად გამოყენებას სპორტული აქტივობების საშუალებით.

პროექტის მნიშნელოვან ნაწილს ახალგაზრდული სპორტული ფესტივალი წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე აქტივობის გამაერთიანებელია და რომელშიც ახლგაზრდების მასობრივი ჩართულობაა უზრუნველყოფილი.

პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

აღწერილობით ნაწილი/შედეგების ჯაჭვი ობიექტურად

გადასამოწმებელი ინდიკატორები

გადამოწმების გზები
 სპორტულ აქტივობებში ჩართულია 12-16 წლის  მოზარდების მაქსიმალური რაოდენობა, რაც საქართველოს მოსწავლეების 42%-ს შეადგენს თემატურ კონკურსში

(ესსე, ანიმაცია ან სხვა) აქტიური მონაწილეობა.

პროექტში ჩართული

ბენეფიციარების დაინტერესების ზრდა, პროექტის სხვადასხვა აქტივობებში გაზრდილი ჩართულობა
ახალგაზრდების რაოდენობა გაზრდილია
სპორტის პოპულარიზების ფიზიკურ აქტივობებში ჩართულია  პროექტის მონაწილე ახალგაზრდების 28% თემისა და მუნიციპალიტეტების დონეებზე ჩატარებული სპორტული შეჯიბრებები პროექტით განსაზღვრულ სახეობებში სარეგისტრაციო ფორმები
რეგიონულ შეჯიბრებებში ჩართულია 4000 ბენეფიციარი რეგიონულ დონეზე ჩატარებული სპორტული შეჯიბრებები პროექტით განსაზღვრულ სახეობებში სარეგისტრაციო ფორმები
ფინალურ შეჯიბრებებში ჩართულია 288 მოზარდი ანაკლიის მომავლის ბანაკის ტერიტორიაზე

ჩატარებული ფინალური შეჯიბრებები

ანაკლიის ბანაკის საგზურების რაოდენობა
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, რესურცენტრების და სკოლების ჩართულობის ხარისხის გაზრდილია დაინტერესების გაზრდა,  მასობრივი საინფორმაციო კამპანიის წარმოება მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში მათი ჩართულობის დონე ადგილობრივ შესარჩევ ტურნირზე, ახალგაზრდების ინფორმირებულობის შემოწმება პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით

 

 

8.პროექტი – „ახალგაზრდა ხელოვანი“

ბენეფიციართა საერთო სავარაუდო რაოდენობა: 14 – 16 წლის 100 მონაწილე;

განხორციელების ადგილი: თბილისი, რეგიონები.

პროექტის მიზანი:

ახალგაზრდა ხელოვანების გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობა აღნიშნული მიმართულებებით, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ქვეყანას – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

ახალგაზრდებს შორის  კულტურათაშორისი დიალოგის მეშვეობით საერთო ახალგაზრდული პლატფორმის შექმნა, შექმნილი პროდუქტების საფუძველზე მაღალი ხარისხის საჩვენებელი მასალების მომზადება და ცენტრის პოპულარიზაციისთვის საზოგადოებაში გავრცელება.

პროექტის შედეგების შეფასების ინდიკატორები/ლოგიკური ჩარჩო:

აღწერილობით

ნაწილი/შედეგების ჯაჭვი

ობიექტურად

გადასამოწმებელი ინდიკატორები

გადამოწმების გზები
ახალგაზრდებს  კონკრეტულ სფეროებში ამაღლებული აქვთ კომპეტენციები მონაწილეების მიერ შექმნილია ინდივიდუალური პროექტები შექმნილი და განთავსებული  მასალები ონლაინ პლატფორმებზე (ნახატი, ფოტო, ანიმაცია, მოთხრობა)
კულტურათაშორისი პლატფორმის ფორმირება და არაფორმალური დიალოგის წარმოება ერთობლივი პროექტების რაოდენობა ლინკები, ფოტო-ვიდეო და მედია მასალა, პარტნიორი ქვეყნების ინტერნეტ მედია სივრცეში განთავსებული მასალები
თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტიონორებთან აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე პროექტში ჩართულია უცხოელი და ქართველი მონაწილეები •              ამომწურავი ინფორმაციის

მიწოდება

•              ონლაინ ბაზები             შექმნილია და

განთავსებულია მასალები

პარტნიორი  ქვეყნების ონლაინ პლატფორმებზე

•              დაბეჭდილი საჩვენებელი

მასალები

 

9. „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში

განხორციელების ადგილი: ანაკლია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2018 – 31.12.2018 წწ;

სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები.

მიზანი:

  • მონაწილეთათვის რეკრეაციული,          საგანმანათლებლო-შემეცნებითი,   სპორტული    და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა;
  • მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის   გამოვლენა და მათი განვითარებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
  • არაფორმალური განათლების აქტივობებში მოზარდების ჩართვის ხელშეწყობა;
  • საქართველოს ქალაქებსა       და       რეგიონებში    მცხოვრები     ახალგაზრდებისთვის      საერთო ინფორმაციული პლატფორმის შექმნა;
  • საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი მოზარდების არაფორმალური        განათლების   აქტივობებში ჩართვისა      და დასვენების უზრუნველყოფა;
  • საქართველოსა და       საზღვარგარეთ          მცხოვრები     ქართველი      მოზარდებისთვის      საერთო კულტურული და ინფორმაციული პლატფორმის შექმნა;
  • რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების თანატოლებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა;

აღწერილობა: პროგრამა „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

პირველი საბანაკე დღე მთლიანად ეთმობა გუნდების გაცნობისა და დამეგობრების აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა თემის წარმომადგენელი მოზარდების ერთმანეთთან ინტეგრაციისა და შემდგომი საბანაკე აქტივობების/ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის.

საბანაკე პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს საშუალება აქვთ ჩაერთონ სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც მოიცავს სპორტის რამდენიმე სახეობას: ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი.

ბანაკის თემატური დღეები დატვირთულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით, როგორებიც არის ბანაკის მონაწილეების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, გუნდების მიერ მომზადებული კოსტიუმირებული წარმოდგენა, სხვადასხვა საბანაკე თამაშები და ა.შ.

მონაწილეები დღის პირველ ნახევარში ესწრებიან ტრენინგებს/საინფორმაციო შეხვედრებს (ეკოლოგია, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გენდერი,  თავდაცვა და უსაფრთხოება და ა.შ.), რომლებიც შეესაბამება ბანაკის ბენეფიციართა ასაკობრივ კატეგორიას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტივობის მომზადების პროცესში, ლიდერებთან ერთად სრულად არიან  ჩართული ბანაკის მონაწილეები.

ერთი ნაკადის განმავლობაში, საბანაკე ბაზაზე ერთდროულად შესაძლებელია 288 ბენეფიციარის მიღება და საბანაკე აქტივობებში ჩართვა. მონაწილეები ნაწილდებიან 12 გუნდად (ერთ გუნდში 24 მონაწილე) და განაწილების დროს დაცულია სქესთა ბალანსი. თითო გუნდს ჰყავს 2 ლიდერი, რომლებიც მთელი ნაკადის განმავლობაში ინტენსიურად არიან ჩართული საბანაკე პროგრამის განხორციელების პროცესში.

ანაკლისს „მომავლის ბანაკის“ ტერიტორიამდე ბენეფიციარების ტრანსპორტირება ხორციელდება ორგანიზებულად, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის შესაბამისად და მაქსიმალურად დაცულია მონაწილეთა უსაფრთხოება.

ბანაკის მონაწილეთა კვების მენიუ შედგენილია საბანაკე პროგრამით გაწერილი აქტივობებისა და ბანეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგი:

 

  • ბანაკი უმასპინძლებს 2300-ზე მეტ მოსწავლეს;
  • უზრუნველყოფილი იქნება ეთნიკური უმცირესობების, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი მოზარდებისა და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ინტეგრაცია თანატოლებთან;
  • შეიქმნება საერთო კულტურული და ინფორმაციული პლატფორმა, რომელიც მოემსახურება ბანაკის მონაწილეების           სხვადასხვა     სოციალური   უნარ-ჩვევების           გაუმჯობესებას,      მათთვის  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას;   ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი ნიჭის გამოვლენასა და განვითარებას;

 10. „ნორჩ მაშველთა კლუბი“

განხორციელების ადგილი: საქართველო/ბელორუსია/აზერბაიჯანი;

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2018 – 31.12.2018 წწ;

სამიზნე ჯგუფი: 14-16 წლის მოსწავლეები.

მიზანი:  

  • საგანგებო სიტუაციებში ქცევისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების პროპაგანდა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
  • მოსწავლეების ფართო წრის მოზიდვა სახანძრო-სამაშველო საქმიანობის შესასწავლად;
  • შრომის უნარის,           შემოქმედებითი        აზროვნების,   მატერიალური           ფასეულობებისადმი პატივისცემის განვითარება;
  • ზოგადი ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა;
  • კატასტროფის რისკის შემცირება და სამაშველო-სახანძრო საქმიანობის მთავარი, საბაზისო ელემენტების დანერგვა-გათავისების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო ტურნირებში ქართველი მონაწილეების ჩართვის ხელშეწყობა;

აღწერილობა: პროექტის მონაწილეები შეირჩევიან ფიზიკური ნორმატივების  საფუძველზე და პროექტის ფარგლებში გადიან ფიზიკურ მომზადებას სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე. აქტივობები მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგებსა და სახანძრო-სამაშველო სპორტულ ვარჯიშებს.

გადამზადებული ბენეფიციარებიდან საუკეთესო 14 მოსწავლე მიემგზავრება აზერბაიჯანსა და ბელორუსიაში           საერთაშორისო          ტურნირებში მონაწილეობის          მისაღებად.     ტურნირი ორი კომპონენტისგან შედგება და მოიცავს როგორც სპორტულ, ისე კულტურულ აქტივობებს. სსიპ „ბავშვთა         და        ახალგაზრდობის       ეროვნული     ცენტრი“         უზრუნველყოფს ბენეფიციარების კულტურული ღონისძიებებისთვის მომზადებას, ტურნირებში გამგზავრებას და სხვა საჭირო რესურსებით მხარდაჭერას.

მოსალოდნელი შედეგი: 

  • მონაწილეები შეძლებენ საგანგებო სიტუაციებში ქცევისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;
  • მონაწილე ბენეფიციარები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების კულტურას;
  • მონაწილეები შეძლებენ სამაშველო-სახანძრო საქმიანობის მთავარი, საბაზისო ელემენტების გათავისებას.

11. „მომავლის ბანაკი“ შაორში

განხორციელების ადგილი: შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2018 – 31.12.2018 წწ;

სამიზნე ჯგუფი: 18-25 წლის ახალგაზრდები.

იზანი:  

  • მონაწილეთათვის რეკრეაციული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა;
  • საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების საერთო კულტურული და ინფორმაციული პლატფორმის შექმნა;
  • არაფორმალური განათლების აქტივობებში მოზარდების ჩართვის ხელშეწყობა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
  • მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და მათი განვითარებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნა;
  • ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა

აღწერილობა: პროგრამა „მომავლის ბანაკი“ შაორში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 5 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

პირველი საბანაკე დღე მთლიანად ეთმობა გუნდების გაცნობისა და დამეგობრების აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა თემის წარმომადგენელი ახალგაზრდების ერთმანეთთან ინტეგრაციისა და შემდგომი საბანაკე აქტივობების/ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის.

დღის პირველ ნახევარში, მონაწილეები ესწრებიან ტრენინგებს/საინფორმაციო შეხვედრებს, რომლებიც შეესაბამება მათ ასაკობრივ კატეგორიას.

საბანაკე პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ტურნირებში, რომელიც მოიცავს სპორტის რამდენიმე სახეობას: ფეხბურთი, ფრენბურთი, დოჯბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი.

ბანაკის თემატური დღეები დატვირთულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით, როგორებიც არის ბანაკის მონაწილეების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, გუნდების მიერ მომზადებული კოსტიუმირებული წარმოდგენა, სხვადასხვა საბანაკე თამაშები და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტივობის მომზადების პროცესში, ლიდერებთან ერთად სრულად არიან  ჩართული ბანაკის მონაწილეები.

ერთი ნაკადის განმავლობაში, მონაწილეები ნაწილდებიან გუნდებად (ერთ გუნდში 24 მონაწილე) და განაწილების დროს დაცულია სქესთა ბალანსი. თითო გუნდს ჰყავს 2 ლიდერი, რომლებიც მთელი ნაკადის განმავლობაში ინტენსიურად არიან ჩართული საბანაკე პროგრამის განხორციელების პროცესში.

„მომავლის ბანაკის“ ტერიტორიამდე ბენეფიციარების ტრანსპორტირება ხორციელდება ორგანიზებულად, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის შესაბამისად და მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ნორმები.

ბანაკის მონაწილეთა კვების მენიუ შედგენილია საბანაკე პროგრამით გაწერილი აქტივობებისა და ბანეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგი:

 

  • ბანაკი უმასპინძლებს 1000-ზე მეტ ახალგაზრდას;
  • შეიქმნება საერთო კულტურული და ინფორმაციული პლატფორმა, სადაც ბანაკის მონაწილეები გაიუმჯობესებენ სხვადასხვა სოციალურ უნარ-ჩვევებს, აიმაღლებენ სამოქალაქო ცნობიერებას;
  • მონაწილეთათვის შეიქმნება რეკრეაციული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემო, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი ნიჭის გამოვლენასა და განვითარებას;

12. „მომავლის ბანაკი“ ცხვარიჭამიაში

განხორციელების ადგილი: ცხვარიჭამია, მცხეთის მუნიციპალიტეტი;

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2018 – 31.12.2018 წწ;

სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის ახალგაზრდები.

იზანი:

  • მონაწილეთათვის რეკრეაციული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა;
  • ახალგაზრდების ინიციატივების          მხარდაჭერა    და       მომზადება     საერთო      ევროპული ღირებულებებით;
  • რეგიონში მულტიკულტურული ურთიერთობების, თანამშრომლობისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა;
  • არაფორმალური სივრცის ჩამოყალიბება კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობისთვის;
  • ეფექტური საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტრენინგ-მოდულების განხორციელება;
  • მონაწილეების პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ევროკავშირის 8დან 6 მუდმივ კომპეტენციაში.

აღწერილობა: საბანაკე პროგრამის მეთოდოლოგია დაეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

ერთი ნაკადის განმავლობაში, საბანაკე ბაზაზე ერთდროულად შესაძლებელია 200 ბენეფიციარის მიღება და საბანაკე აქტივობებში ჩართვა. მონაწილეები ნაწილდებიან 8 გუნდად (ერთ გუნდში 25 მონაწილე) და განაწილების დროს დაცულია სქესთა ბალანსი. თითო გუნდს ჰყავს 2 ლიდერი (სულ 16), რომლებიც მთელი ნაკადის განმავლობაში ინტენსიურად არიან ჩართული საბანაკე პროგრამის განხორციელების პროცესში.

ბანაკის იდეა მდგომარეობს კულტურათაშორისი მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობასა და ევროკავშირის ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. მონაწილეები ასევე გაეცნობიან და განავითარებენ 6 ძირითად კომპეტენციას, რომლებსაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანისთვის ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში.

ბანაკი მონაწილეებს შესთავაზებს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სესიებს ახალგაზრდული მუშაობის სხვადასხვა სფეროებში. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ ახალგაზრდული აქტივობის პრაქტიკა. ბანაკის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ საპროექტო წინადადებებს თანატოლგანმანათლებლობის პრონციპების გათვალისწინებით, რომლებიც განხორციელებული იქნება მათ რეგიონში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით.

მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობები, მათ შორის: მინი-ფეხბურთი, ფრენბურთი, სამაგიდე ჩოგბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, დარტსი, ფრისბი და ბადმინტონი. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ივარჯიშონ და შეეჯიბრონ ერთმანეთს გუნდებში და ინდივიდუალურად.

საბანაკე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია და ინკლუზიური პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

ბანაკის ტერიტორიამდე ბენეფიციარების ტრანსპორტირება ხორციელდება ორგანიზებულად, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის შესაბამისად და მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ნორმები.

ბანაკის მონაწილეთა კვების მენიუ შედგენილია საბანაკე პროგრამით გაწერილი აქტივობებისა და ბანეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგი: 

  • მონაწილეები გახდებიან თანატოლთა მენტორები თავიანთ რეგიონში;
  • გაძლიერდება მონაწილეთა მიერ ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების გაგება;
  • ჩამოყალიბდება არაფორმალური სივრცე კულტურათაშორისი დიალოგისთვის;
  • მხარდაჭერილი იქნება ახალგაზრდების ქსელი (სამომავლო პარტნიორობისთვის ონლაინ პლატფორმის/ბლოგის ჩათვლით);
  • ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები განვითარდება 8-დან 6 მუდმივ კომპეტენციაში ევროკავშირის ღირებულებების კონტექსტში;
  • ბანაკის მონაწილეები შექმნიან ერთობლივ პროექტებს ყოველი საგანმანათლებო-შემეცნებითი მოდულის მიხედვით;
  • ბანაკის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია, კეთილმოწყობილია, აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და ინკლუზიური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.