,,მომავლის ბანაკი” 2016 საზეიმოდ გაიხსნა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა ,, მომავლის ბანაკი” საზეიმოდ გაიხსნა.
„მომავლის ბანაკს“ პირველ ნაკადზე – ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ 12-18 წლის, 288 მონაწილე ესტუმრა.
ბანაკის ოფიციალურ გახსნას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი,მინისტრის მოადგილეები-რევაზ ჯაველიძე და შალვა გოგოლაძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, უფროსის მოადგილეები ნინო ვადაჭკორია და ზურაბ ცოფურაშვილი, სამეგრელო -ზემო სვანეთის ვიცე- გუბერნატორი კობა ქანთარია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ცინარიძე , საგანგებო სიტუაცუების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი თამაზ უბილავა, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ირაკლი ხელაძე, სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსი თათია ხოჭოლავა, ლოჯისტიკის სამმართველოს უფრისი ლევან ბრეგვაძე, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კიკალიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწებოდნენ.
სტუმრებმა ბანაკის ტერიტორია დაათვლიერეს და სპორტულ აქტივობებშიც ჩაერთვნენ.
ღონისძიებას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე უძღვებოდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტრიელ ხეჩიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოზარდებს ნაყოფიერი და საინტერესო დღეების გატარება უსურვა.
მისალმებისა და გუნდების წარდგენის შემდეგ, ლიდერობის კანდიდატებმა გიგა შურღაიამ და ილია აბესაძემ მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბაჩი ზურებიანმა, მათ სერტიფიკატები გადასცა და დღეიდან ისინი სერტიფიცირებული ლიდერები იქნებიან.
საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა სამინისტროს და ცენტრის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ელექტრონული წიგნების სახლმა ,,საბა“ ,,მომავლის ბანაკის“ ყველა მონაწილეს, 2304 ბავშვს საჩუქრად 10 უფასო ელექტრონული წიგნი გადასცა.
ღონისძიება ლიდერების და მონაწილეების ფლეშმობით გაგრძელდა.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ სტუმრებს და მოზარდებს სიტყვით მიმართა და ანაკლიის ,,მომავლის ბანაკი“ გახსნილად გამოაცხადა.
საღამო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით, საქართველოს დროშის აღმართვით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს” საქართველოს მთავრობის განკარგულებით (საქართველოს მთავრობის განკარგულება N 989, 2016 წლის 2 ივნისი. ქ.თბილისი, მომავლის ბანაკის განხორციელების შესახებ) ახორციელებს.
„მომავლის ბანაკს” პირველ -ორ ნაკადზე – ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის” 12-18 წლის, 576 მონაწილე ესტუმრება.
დანარჩენი 6 ნაკადის შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ წარადგინა 1391 კანდიდატურა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, მათ შორის უპირატესობა მიენიჭა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსმიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებს. მათ შორის არის 50 მოზარდი გალიდან და 40 პანკისიდან.
2. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, უნდა უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულის ჩამოყვანა ანაკლიიის „მომავლის ბანაკში.”
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა შეარჩია და მოგვაწოდა 14-18 წლის, 50 მოზარდის სია.
4.სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ უზრუნველყო პროექტ ,,წიგნების თაროს“ 69 ბენეფიციარის წარდგენა.
5.ა(ა)იპ -საქართველოს ინტელექტ-კლუბმა ,,რა?სად?როდის?“ უზრუნველყო პროექტს ,,ინტელექტის დღის“ მონაწილეთაგან 60 ბენეფიციარის შერჩევა.
6. ,,მომავლის ბანაკს“ ესტუმრებიან ,,ნორჩ მაშველთა კლუბის“ წევრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან და საქართველოდან.(ერთ ნაკადზე 21 მოზარდი)
მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილებას (დანიშნულების ადგილიდან ანაკლიამდე და ანაკლიიდან დანიშნულების ადგილამდე) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია. ასევე, „მომავლის ბანაკის” ტერიტორიაზე ბავშვების უსაფრთხოებაზე იზრუნებს „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს” თანამშრომლები.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას შეასწავლიან.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
„მომავლის ბანაკი” 2304 მოზარდს მიიღებს.

იხილეთ ფოტოგალერეა: