ნინო სალუქვაძის საიუბილეო საღამო და დოკუმენტური ფილმის ,,სნაიპერი” პრეზენტაცია.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში , ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის ნინო სალუქვაძის საიუბილეო საღამო მოეწყო, სადაც კინორეჟისორ გოგი თორაძის მიერ შექმნილი სატელევიზიო ფილმის „სნაიპერი” ჩვენება გაიმართა. საღამოს სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონს იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა .

საღამოს ასევე ეწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური კომიტეტის წევრები და სხვადასხვა თაობის გამოჩენილი და წარმატებული სპორტსმენები.