„ნორჩ მაშველთა კლუბის” წევრები ქალაქ გაბალადან წარმატებით დაბრუნდნენ.

„ნორჩ მაშველთა კლუბის” წევრები ქალაქ გაბალადან წარმატებით დაბრუნდნენ. ბავშვთა და ახალგზარდობის ეროვნულ ცენტრში მოზარდებს, ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია და პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩი ზურებიანი შეხვდნენ. ბავშვები შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ აზერბაიჯანიდან, სადაც საერთაშორისო შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. მათ ისტორიაში პირველად დაამარცხეს და უკან ჩამოიტოვეს შეჯიბრის მთავარი ფავორიტები – რუსები და ბელორუსები.
„ნორჩმა მაშველებმა“ ბარიერების გადალახვასა და კომბინირებულ სახანძრო ესტაფეტაში მეორე საპრიზო ადგილები, ხოლო კულტურულ ნაწილსა და კროსში (მთაში ბარიერების დაძლევა)მესამე ადგილები მოიპოვეს. „ნორჩი მაშველების“ მეორე ნაკადი ხვალ ბელორუსში გაემგზავრება.

IMG_9837

13559122_1050271038360220_8264204727181694738_o

ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული