„ნორჩ მაშველთა კლუბში“ განაცხადების მიღება გრძელდება

თუ ხარ 14-დან 16 წლამდე აქტიური ახალგაზრდა, გაინტერესებს ექსტრემალური სიტუაციები და მათი კონტროლი, ხარ თავდაჯერებული და მიზანსწრაფული, მაშინ პროექტი „ნორჩ მაშველთა კლუბი“ შენთვის არის!!!

ქ.თბილისის საჯარო სკოლებიდან 21 ახალგაზრდა აირჩევა , რომლებიც გაივლიან კულტურულ გადამზადებას „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“, ხოლო სამაშველო წვრთნებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბაზაზე.
ახალგაზრდების შერჩევისას ყურადღება მიექცევა ფიზიკურ ნორმატივებს და შემოქმედებით ნიჭს (ცეკვა,სიმღერა, ხატვა).
გადამზადებების დასრულების შემდეგ, საუკეთესოები საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ გამართულ „ნორჩ მაშველთა“ საერთაშორისო შეჯიბრში.

„ნორჩ მაშველთა კლუბი“ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა“ და „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2014 წლის 21 ივნისიდან მოქმედებს.

მსურველებმა ინფორმაცია გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე:mashvelebi@cync.ge სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა, საკონტაქტო ნომერი,მშობლის ნომერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 23 თებერვალი.