პროგრამებისა და ბანაკების მართვის  დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:

პროგრამა მომავლის ბანაკი:

  • პროექტი ანაკლიის ,,მომავლის ბანაკი“
  • პროექტი შაორის ,,მომავლის ბანაკი“
  • პროექტი ,,ნორჩ მაშველთა კლუბი“

პროგრამა ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2016“

  • პროექტი მრავალჟანრობრივი ფესტივალი „ფანARTი“;
  • პროექტი მუსიკალური ფესტივალი „Soundcheck“;
  • პროექტი „ჩვენი თავგადასავალი“ (ლიტერატურული კონკურსი);
  • პროეტი „შექმენი შენი კალენდარი“ (კონკურსი დაწყები მხატვრებისთვის);
  • პროექტი CYNC საბავშვო ქუჩის ფეხბურთი;
  • პროექტი CYNC ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი;
  • პროექტი CYNC ბრეიქდანსის ახალგაზრდული ფესტივალი;
  • პროექტი CYNC არაფორმალური კამპანია

გამართვის ადგილი: თბილისი

სამიზნე ჯგუფი: 14-29 წლის შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდები

ბენეფიციართა რაოდენობა: 1500-2000

 

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით 2013 წელს საფუძველი ჩაეყარა საქართველოში პირველ მრავალჟანრობრივ ფესტივალს „ფანARTი“ . მარტისტების კვირეულმა ერთდროულად ხელოვნების ათი მიმართულება მოიცვა.

მიზნები და ამოცანები:

  • მთელი საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა;
  • ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია;
  • თითოეულ სფეროში აღიარებული პროფესიონალების კონსულტაციები და მასტერკლასები;
  • ერთ სივრცეში სხვადასხვა სახელოვნებო ინტერესის მქონე ახალგაზრდებს შორის გამოცდილებისა და შთაბეჭდილების გაზიარება.

გამართვის ადგილი: თბილისი

სამიზნე ჯგუფი: 14-29 წლის მუსიკალური ნიჭის მქონე ახალგაზრდები

ბენეფიციართა რაოდენობა: 1000-1500

 

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით 2013 წელს საფუძველი ჩაეყარა საქართველოში პირველ მრავალჟანრობრივ მუსიკალურ ფესტივალს „Soundcheck“ . ფესტივალი ღია ცის ქვეშ იმართება და სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების მოყვარულებს აერთიანებს.

მიზნები და ამოცანები:

  • მთელი საქართველოს მასშტაბით მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების აღმოჩენა;
  • ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია;
  • სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებით აღიარებული პროფესიონალების კონსულტაციები და მასტერკლასები;
  • ერთ სივრცეში დამწყები და აღიარებული მუსიკოსების გამოცდილებისა და შთაბეჭდილების გაზიარება;
  • თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენება.

გამართვის ადგილი: რაბათი

სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის წერის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდები

ბენეფიციართა რაოდენობა: 500

 

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით 2014 წელს საფუძველი ჩაეყარა ლიტერატურულ მარათონს „ჩვენი თავგადასავალი“. კონკურსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება.

მიზნები და ამოცანები:

  • მთელი საქართველოს მასშტაბით წერის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების აღმოჩენა;
  • ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია;
  • საქართველოს მასშტაბით ფინალურ ეტაპზე შერჩეული 14-18 წლის წერის ნიჭით დაჯილდოვებული 24 მოზარდის მარათონში ჩართვა ქალაქგარეთ;
  • ლიტერატურული მარათონი ბუნებაში;
  • საგანგებოდ შერჩეული დავალება – საკვანძო წინადადება;
  • ლიტერატურული მარათონის პირობებში შექმნილი მოთხრობების კრებულის გამოცემა;
  • კრებულის პრეზენტაცია ქართველი მწერლების გარემოცვაში;
  • კვალიფიციური კონსულტანტები და აღიარებული მწერლების მასტერკლასები.

გამართვის ადგილი: ყვარელი

სამიზნე ჯგუფი: 12-18 წლის ხატვის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდები

ბენეფიციართა რაოდენობა: 300

 

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით 2014 წელს საფუძველი ჩაეყარა დამწყები მხატვრების მარათონს „შექმენი შენი კალენდარი“. კონკურსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება.

 

მიზნები და ამოცანები:

  • მთელი საქართველოს მასშტაბით ხატვის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების აღმოჩენა;
  • ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია;
  • საქართველოს მასშტაბით ფინალურ ეტაპზე შერჩეული 12-18 წლის ხატვის ნიჭით დაჯილდოვებული 12 მოზარდის მარათონში ჩართვა ქალაქგარეთ;
  • დამწყები მხატვრების მარათონი და ბუნებაში შექმნილი წელიწადის 12 თვე – ნახატი.
  • მოზარდების თვალით დანახული 12 თვე და ერთიანად აკინძული კალენდარი;
  • კვალიფიციური კონსულტანტები და აღიარებული მხატვრების მასტერკლასები.

გამართვის ადგილი: საქართველოს ყველა თვითმმართველი ქალაქი

სამიზნე ჯგუფი: 14-16 წლის ფეხბურთის მოყვარული მოზარდები

ბენეფიციართა რაოდენობა: 1200-1500

 

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით 2015 წელს გაიმართა CYNC საბავშვო ქუჩის ფეხბურთის“ საპილოტე ტურნირები თბილისში, რუსთავსა და ზუგდიდში, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია სპორტის ამ სახეობის მოყვარულ მოზარდებში.

მიზნები და ამოცანები:

  • მთელი საქართველოს მასშტაბით ფეხბურთის მოყვარული მოზარდების თავმოყრა და მათთვის ტურნირების ორგანიზება;
  • სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა;
  • მოზარდებში გუნდური სულისკვეთებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება;
  • ყველა თვითთმართველ ქალაქში გამართულ ტურნირში გამარჯვებული გუნდების (ვაჟთა და გოგონათა შორის) დაჯილდოვების ცერემონია და პრიზებით წახალისება.

გამართვის ადგილი: საქართველოს ყველა თვითმმართველი ქალაქი

სამიზნე ჯგუფი: 14-16 წლის კალათბურთის მოყვარული მოზარდები

ბენეფიციართა რაოდენობა: 1000-1200

 

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით 2015 წელს გაიმართა CYNC ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი“ საპილოტე ტურნირი თბილისში, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია სპორტის ამ სახეობის მოყვარულ მოზარდებში.

მიზნები და ამოცანები:

  • მთელი საქართველოს მასშტაბით კალთბურთის მოყვარული მოზარდების თავმოყრა და მათთვის ტურნირების ორგანიზება;
  • სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა;
  • მოზარდებში გუნდური სულისკვეთებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება;
  • ყველა თვითთმართველ ქალაქში გამართულ ტურნირში გამარჯვებული გუნდების (ვაჟთა და გოგონათა შორის) დაჯილდოვების ცერემონია და პრიზებით წახალისება.

გამართვის ადგილი: თბილისი

სამიზნე ჯგუფი: 10-29 წლის ბრეიქდანსის მოყვარული მოზარდები

ბენეფიციართა რაოდენობა: 500-700

 

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით 2015 წელს გაიმართა CYNC ბრექიდანსის ახალგაზრდული ფესტივალის“ საპილოტე ვერსია თბილისში ღია ცის ქვეშ, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ბრეიქდანსის სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებულ მოზარდებში.

მიზნები და ამოცანები:

  • მთელი საქართველოს მასშტაბით ბრექიდანსის სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებული მოზარდების თავმოყრა და მათთვის ორდღიანი საჩვენებელ-სანახაობრივი ფესტივალის ორგანიზება;
  • თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენება;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა;
  • ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა-პოპულარიზაცია;
  • ბრეიქდანსის 8 მიმართულებით საუკეთესოთა გამოვლენა, დაჯილდოვების ცერემონია და პრიზებით წახალისება.

გამართვის ადგილი: თბილისი

სამიზნე ჯგუფი: 14-16 წლის სკოლის მოსწავლეები

ბენეფიციართა რაოდენობა: 200-300

თანამედროვე განათლების სისტემაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას, რომლის მიზანია ცოდნის მიღება, უნარჩვევების გამომუშავება და კომპეტენციების გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით: იქნება ეს საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სპორტული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელება. არაფორმალური განათლება საშუალებას იძლევა, მოზარდები აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და პრაქტიკული საქმიანობებით შეიძინონ ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც თვითრეალიზებასა და საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის პროცესში დაეხმარებათ.

მიზნები და ამოცანები:

  • კამპანიური ხასიათის აქტივობების ორგანიზება;
  • გუნდური უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • აქტიური მოქალაქეობის, სოლიდარობისა და ტოლერანტობის პოპულარიზაცია;
  • თანატოლგანმანათლებლობისა და მოხალისეობის კულტურის დანერგვის ხელშეყობა;
  • რეგიონში (ქალაქებსა და სოფლად მცხოვრები) ახალგაზრდების ინიციატივების წახალისება და მხარდაჭერა;
  • ადვოკატირება და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა სამოქალაქო აქტივობებში.

გამართვის ადგილი: ანაკლია

სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები

ბენეფიციართა რაოდენობა: 2304

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ ხორციელდება მთავრობის განკარგულების საფუძველზე. პროექტის განხორციელებაში ჩართულია: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ინტელექტუალური კლუბი „რა? სად? როდის?“, საზოგადოებრივი არხი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მიზნები და ამოცანები:

  • 14-18 წლის ბავშვებისთვის ზაფხულის პერიოდში შექმნილი ისეთი გარემო, სადაც მოზარდები არა მხოლოდ ისვენებენ, არამედ კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ პროგრამებშიც მონაწილეობენ;
  • მოზარდ თაობაში შემოქმედებითი ნიჭის გაღვივება;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა;
  • არაფორმალური განათლების მიღებას;
  • სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებიდან ახალგაზრდების დამეგობრება, აზრთა გაზიარება;
  • საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ინტეგრაცია;
  • სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვების წახალისება;
  • საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების ინტეგრაცია თანამემამულეებთან;
  • რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ინტეგრაცია თანატოლებთან;
  • სხვადასხვა ინტელექტუალურ ვიქტორინაში გამარჯვებული მოზარდების წახალისება.

გამართვის ადგილი: შაორი

სამიზნე ჯგუფი: 14-29 წლის ახალგაზრდები

ბენეფიციართა რაოდენობა: 1280

  

მიზნები და ამოცანები:

  • ახალგაზრდებისთვის ზაფხულის პერიოდში შექმნილი ისეთი გარემო, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ ისვენებენ, არამედ კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ პროგრამებშიც მონაწილეობენ;
  • ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გაღვივება;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა;
  • არაფორმალური განათლების მიღებას;
  • სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებიდან ახალგაზრდების დამეგობრება, აზრთა გაზიარება.

გამართვის ადგილი:  საქართველო/ბელორუსია/აზერბაიჯანი

სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის საჯარო სკოლის მოზარდები

ბენეფიციართა რაოდენობა: 30

 

პროექტი ხორციელდება „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

  

მიზნები და ამოცანები:

  • მოზარდების შინაარსიანი და გონივრული დასვენების ორგანიზება;
  • მოსწავლეების ფართო წრის მოზიდვა სახანძრო-სამაშველო საქმიანობის შესასწავლად;
  • საგანგებო სიტუაციებში ქცევის და სახანძრო უსაფრთხოების წესების პროპაგანდა;
  • შრომის უნარის, შემოქმედებითი აზროვნების, მატერიალური ფასეულობებისადმი პატივისცემის განვითარება;
  • უნარებისა და ნიჭის განვითარება;
  • ზოგადი ფიზიკური განვითარება;
  • კატასტროფის რისკის შემცირება და სამაშველო-სახანძრო საქმიანობის მთავარი, საბაზისო ელემენტების დანერგვა, გათავისება;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის განკუთვნილი სპეციალისტების ჩართულობა;
  • მეცადინეობები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე;
  • გაცვლითი პროგრამები, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყანაში კლუბის წევრების გამგზავრებას პროფილური სახის ბანაკებში;
  • კულტურული ღონისძიებები.