საერთაშორისო სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2017“ გაიხსნა

საერთაშორისო სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2017“ გაიხსნა! ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უფროსი გიგა გაბელაია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ნორჩმა სკაუტებმა საკუთარი გუნდების ლოგოები და სლოგანები წარმოადგინეს. მოწვეულმა სტუმრებმა მოზარდებს სიტყვით მიმართეს და მათ ბანაკში საინტერესო დღეების გატარება უსურვეს.
საერთაშორისო სკაუტურ ბანაკს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს.
პროგრამის მიზანია ლიდერული უნარ-ჩვევებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება. მონაწილეები ტრენინგებში, ვორქშოფებში, თამაშებში, ასევე ინტელექტუალურ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში ჩაერთვებიან.
საკომუნიკაციო ენები: ქართული, რუსული და ინგლისური.