„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში მანავის ბანაკში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში მანავის ბანაკში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია , უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია , პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ცენტრის უფროსმა მოზარდებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა, ბანაკის ლიდერებსა და ხელმძღვანელობას კი პროფესიონალიზმისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. საღამოს ღონისძიებაზე მონაწილეები სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგენენ, ასევე გამოვლინდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდები, მათ თასები და მედლები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ გადასცა. ღონისძიების დასასრულს ბანაკის ლიდერებმა მუსიკალური ნომერი შეასრულეს და მანავის ბანაკს მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ.
პროგრამას „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთად ერთად საქართველოს მთავრობის კანკარგულებით ახორციელებს. ბანაკიმა წელს 8 ნაკადზე 14-18 წლის 1056 მოსწავლეს უმასპინძლა. მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭათ მცირეკონტიგენტიანი (ძირითადად რეგიონებში მდებარე) სკოლების მოსწავლეებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ, დაშავებულ და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს , გამყოფი ხაზების სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ , ასევე სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს . პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცის ხელშეწყობა.