„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში მანავის ბანაკს მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრა.

„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში მანავის ბანაკს მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრა.
ოფიციალურ გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ მოზარდებს სიტყვით მიმართეს და ნაყოფიერი დასვენება უსურვეს.
ბანაკის პირველი დღე გაცნობასა და კულტურულ აქტივობებს დაეთმო.
„საზაფხულო სკოლების“ პროგრამას „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მთავრობის კანკარგულებით ( საქართველოს მთავრობის განკარგულება N 968 2017 წლის 18 მაისი ქ.თბილისი „საზაფხულო სკოლების“ პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“) ახორციელებს.

მანავის ბანაკი 8 ნაკადზე 14-18 წლის 1056 მოსწავლეს უმასპინძლებს. მონაწილეთა შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭათ მცირეკონტიგენტიანი (ძირითადად რეგიონებში მდებარე) სკოლების მოსწავლეებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ, დაშავებულ და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს , გამყოფი ხაზების სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ , ასევე სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

იხილეთ ბმული