საქართველოს „ნორჩ მაშველთა“ გუნდმა ბელორუსის ქ. გომელში გამართულ საერთაშორისო, რიგით XIV სახანძრო-სამაშველო შეჯიბრში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს „ნორჩ მაშველთა“ გუნდმა ბელორუსის ქ. გომელში გამართულ საერთაშორისო, რიგით XIV სახანძრო-სამაშველო შეჯიბრში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. მონაწილეებს შეჯიბრის ფარგლებში სხვასხვა სახის სირთულეების დაძლევა მოუხდათ. საქართველოს გუნდმა „ტურისტული ესტაფეტის“ გადალახვაში პირველობა მოიპოვა– ნორჩმა მაშველებმა უკან ჩამოიტოვეს ყაზახეთისა და რუსეთის გუნდები. პირველობა არ დათმეს „სპორტული ესტაფეტის“ ნაწილშიც. მოზარდებმა პირველ სამეულში მოხვედრა შეძლეს „სახანძრო ესტაფეტაში“. ქართულმა გუნდმა მეორე ადგილი ღირსეულად დაიკავა. ადგილების გადანაწილებისას გადამწყვეტი გახდა წამის მეასედები, რომელიც მასპინძელმა ბელორუსის გუნდმა აჩვენა. შეჯიბრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო სამაშველო თემაზე ბილბორდების მომზადება, სადაც ქართველებმა მესამე საპატიო ადგილი დაიკავეს. დასკვნით ეტაპზე კონკურსი, „მის ბანაკი“ გაიმართა. ქართული სილამაზე ჟიურის წევრებისთვის შეუმჩნეველი არც ამჯერად დარჩა და ტიტული მარიამ კაპანაძეს გადაეცა.

 

13781797_1059641650756492_1839829685651719303_n

 

ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული