საჯარო ლექცია ბავშვთა უფლებებზე

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო პირობები, ასევე ბავშვის მიმართ არსებული ძალადობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრმა გადაწყვიტა რომ „საჯარო ლექციის“ ფარგლებში სტუმრად მოეწვია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე. ლექციას ანა აბაშიძესთან ერთად უძღვებოდა სურდოთარჯიმანი მედეა ბუბუტაშვილი.
შეხვედრაზე მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია,თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები და გაუწიონ ადვოკატირება საჭიროების შემთხვევაში თანატოლებს. ლექცია, რომელსაც ცენტრის ბენეფიციარები და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ, საინტერესო დისკუსიით დასრულდა.