საჯარო ლექცია ბავშვთა უფლებებზე

27 თებერვალს 16:00 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება საჯარო ლექცია ბავშვთა უფლებებზე.
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო პირობები, ასევე ბავშვის მიმართ არსებული ძალადობა.
ლექციის მიზანია ბავშვებმა მიიღონ ინფორმაცია, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები, როგორ გაუწიონ ადვოკატირება საჭიროების შემთხვევაში თანატოლებს.
საჯარო ლექციას გაუძღვება „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე.