საჯარო სემინარი და დისკუსია

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტ „თავისუფალის სივრცის“ ფარგლებში საჯარო სემინარი და დისკუსია გაიმართა „ არასრულწლოვანთა ინფორმირება მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მექანიზმების შესახებ“. სემინარს ანა აბაშიძე უძღვებოდა.
ღონისძიება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა“ და ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ჩატარდა.
შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვანთა ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული უფლების დაცვის მექანიზმების შესახებ. ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია შეტყობინების პროცედურებისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმის შესახებ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს უშუალოდ ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიმართონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს.